28 ნოემბრის სარედაქციო წერილში „საქართველოს მთავრობა არასწორ გზას ადგას“ გამოთქმულია ვარაუდი, რომ რადგან ყოფილი მთავრობის წარმომადგენლებს იმ დანაშაულებებისთვის, რომლებიც მათ თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩაიდინეს, ბრალი წაუყენეს, საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რამდენადმე უარს ამბობს დემოკრატიაზე მანამდე, ვიდრე თავისი უფლებამოსილების განცხორციელებას შეუდგება, შესაბამისად „მას ვაშინგტონში არ უნდა იღებდნენ“.
ცხადია, ეს კონტრპროდუქტიული დასკვნაა. საქართველომ ეს- ესაა პირველად თავის ისტორიაში ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა განახორციელა. შეიძლება, ჩვენ არ ვართ ისეთი გამოცდილები დემოკრატიულ მართვაში, როგორც ბევრი დასავლური ქვეყანა. თუმცა, ასეც რომ იყოს, ვაშინგტონში მისი ვიზიტი შეიძლება საუკეთესო გზა ყოფილიყო იმაში დასარწმუნებლად, რომ მოვლენები მართლაც პოზიტიურად ვითარდება.
თუმცა, მოდით, ჯერ Post-ის თეზისი განვიხილოთ. მიხეილ სააკაშვილის მზაობა, უარი ეთქვა თავის წარსულ ქცევაზე და დათანხმებოდა ამომრჩევლის ნებას, როგორც ჩანს ისე იყო აღქმული, როგორც პირობა იმისა, რომ საყოველთაოდ გახმაურებული დანაშაულებანი აღარ უნდა გამოიძიონ. არადა, სწორედ ამ დანაშაულებმა განაპირობა ძირითადად კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვება. იმის გამო, რომ დემოკრატია ჩვენი ამომრჩევლებისთვის ახალი და ძვირფასი რამაა, ჩვენს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გამოიძიოს მტკიცებულებანი იმ საყოველთაოდ ცნობილი ძალადობისა და ბოროტმოქმედებისა, რომლებიც ასე დიდი ხნის განმავლობაში წამლავდნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას.
ასეთი გამოძიებების გადადება ქართველების თვალში კომპრომენტაცია იქნებოდა იმ დასავლურ ღირებულებებისა, რომლის მიღწევისკენაც ჩვენ მივისწრაფვით. ბ-ნმა ივანიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ის აპირებს თანამშრომლობას ბ-ნ სააკაშვილთან და ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, მარტოოდენ იმისთვის, რომ ისინი ყოფილ მთავრობას ემხრობოდნენ არანაირი სანქციები არ იქნება გამოყენებული. სინამდვილეში, ასობით ასეთი ჩინოვნიკი ჰარმონიულად მუშაობს ახალ მთავრობასთან. მაგრამ კარგი სამუშაო ურთიერთობების მოლოდინი არ უნდა გვაფიქრებინებდეს იმას, რომ არ უნდა იქნას გამოძიებული იმ ჩინოვნიკების საქმეები, რომლებიც საზოგადოების ნდობის შელახვაში არიან ეჭვმიტანილნი.
foreignpress.ge