გიგა ბოკერია:  არ შეიძლება სააკაშვილთან პირად შუღლს ქვეყნის ინტერესები გადააყოლო - უკრაინის შიდაპოლიტიკური ამბები დაპირისპირების თემად არ უნდა აქციონ

გიგა ბოკერია:  არ შეიძლება სააკაშვილთან პირად შუღლს ქვეყნის ინტერესები გადააყოლო - უკრაინის შიდაპოლიტიკური ამბები დაპირისპირების თემად არ უნდა აქციონ

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია.

ბოკერიას განცხადებით, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს სჭირდება. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა უკრაინის შიდა საქმეა და ამაში საქართველო არ უნდა ჩაერიოს.

“პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ეს წერილი, ივანიშვილის გუნდის განცხადებები და მითუმეტეს ის შესაძლო ნაბიჯები, რაზეც ისინი საუბრობენ, არის პირდაპირ ზიანის მომტანი საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის, ყველაფრისთვის, ეს ჩვენი ინტერესია, არ შეიძლება პოლიტიკურ დაპირისპირებას ყოფილ პრეზიდენტთან, ან პირად შუღლსა და სიძულვილს გადააყოლო ქვეყნის ინტერესები. არც ივანიშვილის მთავრობამ, არც ოპოზიციამ და მათ შორის არც ყოფილმა პრეზიდენტმა არ უნდა აქციონ უკრაინის შიდა პოლიტიკური ამბები საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის, განხილვის და მითუმეტეს დაპირისპირების თემად”, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ,,ვერხოვნა რადას" სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

Katana . თალაკვაძემ "რეაგირება მოახდინა"...
ხმა რომ არ ამოეღო, კრიტიკულად განწყობილი თანაგუნდელების რისხვას დაიმსახურებდა: ჩვენ სააკაშვილის ექსტადიციას ვითხოვდით, უკრაინამ კი ვიცეპრემიერად დანიშნა და თქვენ ყურიც არ შეიბერტყეთო!..
თორემ უკრაინა რომ სააკაშვილის გადმოცემას არ აპირებს, ეს ახალი ამბავი არ არის და ამას უკვე შეგუებული უნდა ვიყოთ, წესით.

ამ რეალობიდან, სად და რაზე დანიშნავენ, ეგეც თავიანთი გადასაწყვეტია.
სხვადასხვა დროს, ვნახე სააკაშვილის რამდენიმე ინტერვიუ და წავიკითხე კომენტარები: ყოველი ინტერვიუს შემდეგ ასობით აღფრთოვანებული ადამიანი კატეგორიულად ითხოვდა მის დანიშვნას პრემიერად! - მიეცით ასპარეზი ამ კაცს, რომ ამოიყვანოს უკრაინა ჭაობიდან, როგორც საქართველო ამოიყვანაო!..
(ეს, ჩვენთვის არის მიშა ცრუპენტელა, რადგან ზუსტად ვიცით, რა როგორ იყო, თორემ უკრაინელებისთვის სულ სულ სიმართლეა, რასაც ლაპარაკობს).

...ისე, სააკაშვილის ყოფნა ამ თანამდებობაზე, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება უკრაინისთვის. პირველ ეტაპზე მაინც!
აი, მერე, მაგისი ბუნებიდან გამომდინარე, როგორ დამთავრდება უკრაინის მთავრობასთან მისი ხელახალი ქორწინება - რამდენად ექნება საშუალება, საკუთარი იდეები განახორციელოს, (ანუ, რამდენ ხანს შეეგუება მეორე პოზიციაზე ყოფნას) და მოუწევს თუ არა ისევ სახურავებზე სირბილი, ეს უკვე მათი სადარდებელია და ჩვენ არ უნდა გვიღირდეს უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭებად).
5 წლის უკან
Maverick Katana, მიჰას და უკრაინას ქორწინება და მისი პრემიერ მინისტრად დანიშვნა არ მადარდებს!
თუმცა, სადარდებელი ის იქნება, რომ როგორც კი პრემიერმინისტრად გაიჩითება ყველა რესურსს გამოიყენებს, რომ შური იძიოს, საქართველოში დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს და სიმწრით შეკოწიწებული ისედაც მყიფე მშვიდობა ჯოჯოხეთად გვიქციოს ქართველ ერს...

აი რატომ არ შეიძლება ამ სოციოპათის ხელისუფლებასთან ახლოს ჩავლაც კი!
5 წლის უკან
Katana . Maverick, ძალიან მეეჭვება, რომ ჩვენ რაიმე გავლენის მოხდენა შეგვეძლოს უკრაინის საკადრო საკითხებზე. (აი, ურთიერთობის გაფუჭება კი ნაღდად შეგვიძლია).
ის კი არა, DDDzia-ს ვიდეოს ნახვის შემდეგ (იხ. გიორხელიძესთან ინტერვიუ), ისეთ აზრზე დავდექი, მე მგონი, არც ზელენსკის ჰკითხავს ვინმე, სად დანიშნოს სააკაშვილი! :)
როგორც დიდი მუხრანი იტყოდა:
"საქმე იმიტომ უფროა ცუდად,
რომ ცუდად როა, არ იცის ბევრმა!"
5 წლის უკან