შეძლებთ თუ არა ზაფხულში ზღვაზე დასვენებას – უსაფრთხოა ბანაობა?!

შეძლებთ თუ არა ზაფხულში ზღვაზე დასვენებას – უსაფრთხოა ბანაობა?!

ზაფხული და შესაბამისად საზღვაო სეზონი ახლოვდება. პანდემიის ფონზე, ბევრს აინტერესებს რამდენად უსაფრთხო იქნება ზღვაზე დასვენება.

ეს კითხვა უკვე აწუხებთ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით საზღვაო კურორტებზე.

სალონიკის არისტოტელეს სახოლობის უნივერსიტეტის პროფესორი პავლოს ნიკოლაიდისი:

„აუზებსა და ორგანიზებული სანაპიროების ჩაკეტილ წყლებში, რომლებიც ქლორით იწმინდება, ბანაობა სრულიად უსაფრთხოა.

ამ დრომდე არ დასტურდება არცერთი ფაქტი და თეორიულად არ არსებობს ვარაუდი, რომ იქ რაიმე პოტენციური რისკი არსებობს.

სახიფათო წყალი კი არა, არამედ ის არის, თუ როგორ იქნება სანაპირო ორგანიზებული.

ანუ თუ 10 კვადრატულ მეტრზე განლაგებულია 20 შეზლონგი, ხალხით გადატვირთვის შანსი შესაბამისად დიდია.

წყალში ვირუსით დაინფიცირების შანსი თითქმის არ არსებობს, ვინაიდან ეს ხდება რესპირატორული სისტემის საშუალებით:

დაცემინება, ხველა, საუბარი ისე, რომ არ გვაქვს დაფარული პირის არე. ცხელი სანაპირო და ქვიშა არ არის ის, რაც ვირუსი გადააქვს.

ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია, რომ სანაპიროებზე და ასევე საჯარო ტრანსპორტში, მოხდეს ხალხის ერთმანეთისგან დისტანცირება.

აუცილებელია 2 მეტრით ვიყოთ დაშორებული სხვა ადამიანს. სანაპიროებზე ამის გაკეთება შესაძლებელია, რადგან უთვალავი სანაპირო გვაქვს და ყველა ადამიანს შეუძლია ისარგებლოს“.

რაც შეეხება ტემპერატურის მატებას და ვირუსის ქცევას, როგორც პროფესორი სიფსასიც ამბობს, ზაფხულში კორონავირუსი ნაკლებად გადამდები გახდება.

თუმცა, მისი ჩრდილი კაცობრიობას კიდევ დიდი ხნის მანძილზე გაჰყვება, ანუ არ არსებობს მტკიცებულება, რომ აბსულუტურად გაქრება ყველაზე ძლიერი გვალვის პირობებშიც კი.

საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაიხსნება სხვადასხვა ობიექტები, მათ შორის შავის ზღვისპირეთშიც.

შესაბამისად საზღვაო სეზონი, სავარაუდოდ ჩვეულ რეჟიმში ჩაივლის, თუმცა, როგორც ჩანს, მოქალაქეებს პლაჟზეც და ბარებშიც სოციალური დისტანცუირების დაცვა მოუწევთ.