თუ საზოგადეობა მხარს დაგვიჭერს… – კალაძე თბილისელებს რჩევას ეკითხება

თუ საზოგადეობა მხარს დაგვიჭერს… – კალაძე თბილისელებს რჩევას ეკითხება

კვირაში ორი დღით ქალაქში ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ ჩვენს ინიციატივას საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა.

რა თქმა უნდა, მას ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი „იმედის“ ეთერში საუბრობს.

„ეს ჩვენ თავიდანვე ვიცოდით და იმიტომ იყო ეს გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან მიღებული, რომ წარმოგვედგინა როგორც ინიციატივა და არა როგორც გადაწყვეტილება.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს დასახვეწი იქნება და იქნება მსჯელობის საგანი.

კიდევ იქნება ბევრი შეხვედრა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან და მსჯელობა თვეში ერთი დღეს უნდა იყოს, კვირაში ერთი დღე, თუ ორი დღე, რომელი დღეები და ქალაქიდან გასვლის საათები როგორ უნდა იყოს დაწესებული.

მოგვიწევს მუშაობა და დახვეწა. თუ საზოგადეობის მხრიდან იქნება მხარდაჭერა მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ეს „ქართული ოცნების“ მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება. იმსჯელოს საზოგადოებამ და გადაწყვეტილება შესაბამისად იქნება მიღებული“, – ამბობს მერი.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება საქართველოში შაბათ-კვირას აიკრძალოს. ამას საზოგადოების დიდი ნაწილისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.