პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 16 პაციენტი დატოვებს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 16 პაციენტი დატოვებს

დღის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას 16 პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა განუცხადა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 112 პაციენტი. რეანიმაციაშია 8 პაციენტი, სამი მათგანის მდგომარეობა ისევ მძიმეა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. 44 პაციენტი გვყავს მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ 7 ახალი პაციენტი, გართულებები არც ერთს აქვს. გაგზავნილი პასუხებიდან ყველა უარყოფითია, ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს. დღის განმავლობაში კლინიკას 16 პაციენტი დატოვებს“, - განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.