ზელენსკის ქართველი თანაპარტიელი საქართველოს დიპლომატიური პრობლემებით ემუქრება

ზელენსკის ქართველი თანაპარტიელი საქართველოს დიპლომატიური პრობლემებით ემუქრება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, თუ საქართველო უკრაინიდან ელჩს გაიწვევს, ეს ოფიციალურ თბილისს გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„რატომ ნერვიულობენ საქართველოში? ამაზე რეაქცია გაცილებით მშვიდი უნდა ყოფილიყო. ვიღაცა ინიშნება არა პირველ ან მეორე პირად, არამედ ვიცე-პრემიერად. რა საჭიროა ასეთი პოლიტიკური აგრესია? უცნაური სანახავია, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე ჩვენზე გაცილებით პატარა ქვეყანაში ასეთი რეაქციაა. თუ ჩვენ დიპლომატიური პრობლემები შეგვექმნა, საქართველოს ეს გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის. საქართველო აშშ არაა და ეს ყველას უნდა ახსოვდეს“, - განაცხადა დავით არახამიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრის, მას, როგორც წარმოშობით ქართველს, კარგად ესმის, როგორი დამოკიდებულებაა სააკაშვილის მიმართ თბილისში.

„ეს უბრალოდ ზეწოლის მცდელობაა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გვასწავლის, ვინ უნდა დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ - არა. ეს მცდარი რიტორიკაა. ჩვენ და მოძმე ქართველი ხალხი საერთო ენას გამოვნახავთ“, - აღნიშნა არახამიამ და დასძინა, რომ კარანტინის დაწესებამდე უკრაინა საქართველოში ტურისტების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილს იკავებდა და თბილისი ტურისტების ამ სეგმენტის დაკარგვას არ ისურვებს.

9gramm წადი შენი "წარმოშობით (არა) ქართველი დედაც ვატირე
5 წლის უკან
9gramm ეს კოლომოისკის უთავმოყვარეო ხალოპი
5 წლის უკან
9gramm მაპატიეთ ცოტა არ იყოს გავვარდი...უბრალოდ როცა ასეთი ნოლები ჩემს ქვეყანას შეურაცხყოფენ, ძნელია არ გაღიზიანდე
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ის კი არა მომეჩვენა, რომ ძალიან თავდაჭერილი ხარ!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნახეთ ერთი რას გავს?! მგონი ნიკა გვარამიას ძმა თუ არა ბიძაშვილი მაინც იქნება!
5 წლის უკან