საქართველოში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ეტაპები (გრაფიკა)

საქართველოში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ეტაპები (გრაფიკა)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად, გადაწყვეტილება მიიღება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე.

ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ, ორი კვირა იქნება.

პირველი ეტაპი

27 აპრილიდან დაიშვება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება;

ტაქსები დაიწყებენ მუშაობას;

დაშვებული იქნება ონლაინ და საბითუმო ვაჭრობა;

გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები.

მეორე ეტაპი

ორი კვირის შემდეგ სამშენებლო კომპანიები გააგეძელებენ საქმიანობას, აღდგება სარეკრიაციო ზონების მუშაობა.

მესამე ეტაპი

შემდგომ ეტაპზე გაიხსნება საცალო მაღაზიები, ბაზრობები, ამუშავდება ყველა ტოიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა.

მეოთხე ეტაპი

გაიღება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები, სილამაზის სალონები, ესთეტიკური ცენტრები

მეხუთე ეტაპი

დახურული ტიპის ბაზრობები და რესტორნები დაიწყებენ მუშაობას.

მეექვსე ეტაპი

გაიხსნება სპორტული და გასართობი ობიექტები

ამასთან, უნდა იყოს დაწესებული ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებული წესები

Aburjga Tasmanieli ვნერვიულობ და იქნებ ვერ შევნიშნე სად წერია რომელ ეტაპზე ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მატარებელი ავტობუსი, მარშრუტკა?! მაგალითად ჩემი ოჯახის წევრს ჩემთან დარეგისტრირებულს რომელიც თბილისში ჩარჩა როდის შეეძლება სახლში დაბრუნდეს, გურიაში??!! ახლა თქვეს ტელევიზიით ორშაბათს და სამშაბათს 2 დღის განმავლობაში მოქალაქეებს ექნებათ უფლება დაბრუნდნენ რეგისტრაციის ადგილზეო! მერედა რითი უნდა დაბრუნდნენ თუ საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს ადამიანს?! გადავირიე კაცი! ვის ვკითხო ისიც არ ვიცი!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli Help!!!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ხალხს ემიგრანტებს და ჩარჩენილებს თვითმფრინავებით აბრუნებენ სხვა ქვეყნებიდან! აქ საქართველოში რა ვქნათ, შიდა გადაადგილებასტან დაკავშირებით ვკითხულობ?! რით დავბრუნდეთ სახლში, რეგისტრაციის ადგილას?!
5 წლის უკან