გიორგი გახარია სააკაშვილზე: საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

გიორგი გახარია სააკაშვილზე: საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობაზე დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, „თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“.

უკრაინელი ხალხი არის ჩვენთვის მოძმე ხალხი. უკრაინის სახელმწიფო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ვერაფერი შეცვლის, ვერანაირი ვიწროპოლიტიკური კონიუქტურა, თუმცა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ, საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც ჩემთვის პირადად, მიუღებელია ჩემი ქვყენის პრეზიდენტის უკრაინის რომელიღაც რესტორანში თმის თრევა და ომონის თუ პოლიციის ძალით იქიდან გამოყვანა.

ესეც ჩემთვის მიუღებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება. ჩვენ ჯერ ელჩი არ გამოგვიწვევია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენს ელჩს როგორც მინიმუმ, კონსულტაციებისთვის გამოვიწვევთ“, - განაცხადა გახარიამ.