გიორგი გახარია გახარიამ განმარტა, როგორ მოხდება თვითდასაქმებულების აღრიცხვა

გიორგი გახარია გახარიამ განმარტა, როგორ მოხდება თვითდასაქმებულების აღრიცხვა

თვითდასაქმებულების ანუ არაფორმალურად დასაქმებულების აღრიცხვა, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ამასთან, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დასაქმებული, მიუხედავად იმისა, რამხელა ხელფასს იღებს, გადასახადს ყველა უნდა იხდიდეს, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ კრიზისულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ამიტომ ამ პრინციპით ჩვენ ადამიანებს არ გავარჩევთ - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს არ იქნება მარტივი, ამიტომაც სოციალური დახმარების სააგენტოს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც არაფორმალურად დასაქმებული უმარტივესი გზით, როგორც კი შეძლებს დაადასტუროს შემოსავალი, ესეც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მათზე სოციალური დახმარება გაიცეს.

„ამიტომ ელემენტარული დოკუმენტები საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სოციალური დახმარების სააგენტომ გაითვალისწინოს და შესაბამისი დახმარება გასცეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.