ეკატერინე ტიკარაძე: ეს არის უჩინარი მტერი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღით და თვით არ დარჩება

ეკატერინე ტიკარაძე: ეს არის უჩინარი მტერი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღით და თვით არ დარჩება

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, იმ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს. მათ გარეშე ყველაფერი ის, რაც განხორციელდა, შეუძლებელი იქნებოდა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ის კოორდინაცია და ის ერთობა, რაც ზოგადად გუნდში იყო და ის შრომა რაც იყო გაღებული, ფაქტია, რომ დღეს სახეზეა და შემდგომშიც მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯები ასე გაგრძელდეს, რადგან ეს არის ის უჩინარი მტერი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღით და თვით არ დარჩება, ჩვენ მასთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება. შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ ყველა ის არაფარმაცევტული ღონისძიება, რომელიც მოწოდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან და ყველაფერთან ერთად წარმატებულად ვმართოთ ჩვენი ეკონომიკა და უსაფრთხო ჯანმრთელობა“, - აღნიშნა ტიკარაძემ