მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება 27 აპრილიდან სრულად აღდგება

მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება 27 აპრილიდან სრულად აღდგება

მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება 27 აპრილიდან სრულად აღდგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირებაც. „სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.