ლევან რატიანი:  ღმერთმა საავადმყოფოში ამ დაავადების გართულებით ნუ მოგახვედროთ - ექიმებმა რაც დავინახეთ, ნეტა არ გვენახა!

ლევან რატიანი:  ღმერთმა საავადმყოფოში ამ დაავადების გართულებით ნუ მოგახვედროთ - ექიმებმა რაც დავინახეთ, ნეტა არ გვენახა!

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "სპე­ცპ­რო­ექ­ტი COVID-19"-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში კი­დევ ერთხელ გა­ა­მახ­ვი­ლა ყურა­დღე­ბა სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­რე­ბა­სა და სახ­ლში დარ­ჩე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

"ექი­მე­ბის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა - უნდა დავ­ცილ­დეთ ფი­ზი­კუ­რად ერ­თმა­ნეთს, რომ მო­მა­ვალ წელს გა­ზა­ფხუ­ლი ვნა­ხოთ, მხო­ლოდ ეს გა­დაგ­ვარ­ჩენს. რა­ტომ გავბრაზდით? როცა თქვენ­თვის ვმუ­შა­ობთ, თქვენც უნდა მი­ი­ღოთ საზოგადოებამ, რომ დარ­ჩეთ სახ­ლში.

ჩემი რო­გორც ექი­მის პრე­რო­გა­ტი­ვაა ყვე­ლას ვუ­თხრა: ღმერ­თმა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ამ და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბით ნუ მო­გახ­ვედ­როთ. ძა­ლი­ან ცუდი წარ­მო­სად­გე­ნია რაც აქ ხდე­ბა... ჩვენ ექი­მებ­მა რაც და­ვი­ნა­ხეთ, ნეტა არ გვე­ნა­ხა! ესაა მო­მენ­ტი, როცა ადა­მი­ა­ნი იხ­რჩო­ბა და შვე­ლას გთხოვს. ეს არ ხდე­ბა ეტა­პუ­რად, ეს ხდე­ბა წა­მებ­ში და წუ­თებ­ში...

ყვე­ლა­ზე დიდი წყევ­ლაა "უნ­დი­ნას წყევ­ლა", რაც ნიშ­ნავს რომ თა­ვის ტვინი ითიშება და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით კვდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი. ზუს­ტად "უნ­დი­ნას წყევლის" სუნთქვის უკ­მა­რი­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ეს და­ა­ვა­დე­ბა და ნუ გამოიწვევს ჩვე­ნი მოსახ­ლე­ო­ბა მას, დავ­რჩეთ სახ­ლში და არ გა­დავ­დოთ ერ­თმა­ნეთს, რომ არ მოვ­კვდეთ" - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან რა­ტი­ან­მა "სპე­ცპ­რო­ექ­ტი COVID-19"-თან საუბარში.