„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მამაოების ეკლესიას შორის დიდი განსხვავებაა“

„საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მამაოების ეკლესიას შორის დიდი განსხვავებაა“

ოპოზიციონრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ეკლესიის წინაშე უძლურია და ვერაფერს უბედავს სასულიერო პირებს, რომლებიც საყოველთაო კარანტინის დროსაც კი შეზღუდვებზე ვერ დაიყოლიეს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია  სააღდგომო ლიტურგიის მრევლთან ერთად ჩატარების ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ უგუნურ, უპასუხისმგებლო მთავრობასა და რელიგიურ ფანატიკოსებს კანონმორჩილი, შეგნებული მორწმუნე მოქალაქეები მძევლად ჰყავთ აყვანილი. ამ დროს კი, კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში, ხელისუფლება პოლიტიკურად აგებს პასუხს, ხოლო სასულიერო პირები და საპატრიარქო - მორალურად.  

გამოითქმის ამის საპირისპირო მოსაზრებაც, რომ ხელისუფლება ჩასაფრებულია და აწყობს კიდეც, რამენაირად „მოუაროს“ მაღალრეიტინგულ ინსტიტუტს - საპატრიარქოს. ამდენად, თუკი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საპატრიარქოზე გადატყდება ჯოხი, მაშინ ხელისუფლება ამას ეკლესიის საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ჯერ შეგნებულად მიუშვა ეკლესია თვითდინებაზე და ამის შემდეგ დაელოდა ამ ყველაზე მაღალი ინსტიტუციის რეიტინგის რღვევას.

აწყობს თუ არა პროცესების ამ სცენარით განვითარება ხელისუფლებას?

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ საპატრიარქო და ეკლესია. ეკლესიის დამარცხება შეუძლებელია, რადგან საუკუნეებია, ეკლესია მოდის. კომუნისტებმა რა უქნეს ეკლესიას? აკრძალეს, მაგრამ სად არიან ახლა კომუნისტები და სად არის ეკლესია? ასე რომ, ეკლესია სულ სხვა დონეა, საპატრიარქო კი ჩვენი ადგილობრივი ადმინისტრაციაა და საპატრიარქო როგორც ვნებს საკუთარ თავს, ისე ვერავინ ვერ ვნებს მას.

„საპატრიარქო დღეს როგორც ანგრევს თავის ავტორიტეტს, ამ ავტორიტეტს ისე ვერავინ დაანგრევს გარედან. ჩასაფრება რას ნიშნავს? ვინმემ დაავალა საპატრიარქოს, ასე მოიქეცითო? თვითონ იქცევიან ასე. ქართული საზოგადოება სამი ნაწილისგან შედგება ეკლესიასთან მიმართებით. ერთი არის გულმხურვალე მრევლი, რომელსაც რაც არ უნდა უთხრას მამაომ, ყველაფერზე წავა, მათ შორის, კლდიდანაც გადახტება. ამ დროს ქრისტე არ გადახტა კლდიდან. გახსოვთ ეს ეპიზოდი? ეშმაკი რომ ეუბნება ქრისტეს, შენ თუ ძე ხარ ღვთისა, გადახტი კლდიდანო, ქრისტე კი პასუხობს, „რატომ უნდა გამოვცადო ღმერთი ტყუილად არაფრის გამო?“ დღევანდელი ჩვენი „გულმხურვალე მრევლი“ კი ამბობს, მზად ვართ, ღმერთი გამოვცადოთ და ვირუსი ჩავყლაპოთ, ანუ ქრისტეს ეწინააღმდეგებიან. ეს არის მრევლის პირველი ნაწილი, რომელიც ბრმად მიჰყვება არა ქრისტეს, არამედ კონკრეტულ მამაოს და, რაც არ გააკეთა ქრისტემ, იმას აკეთებენ, ანუ გადახტებიან კლდიდან. არადა, ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის, ვინც ავადმყოფს შველის. ამათ ფეხებზე ჰკიდიათ სხვა ადამიანები, მზად არიან, დააავადონ სხვები. ამას არაფერი საერთო ქრისტიანობასთან არ აქვს. ქრისტიანები კეთროვანებს ეხუტებოდნენ და გამოჰყავდათ გარკვეული ვითარებიდან, ესენი კი მზად არიან, კეთრი გაავრცელონ. რომელი ქრისტიანობა ქადაგებს ამას?“ - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და ქართული საზოგადოების მეორე ნაწილის შესახებაც საუბრობს.

ესენი არიან ის მცირედი ადამიანები, ვინც მართლაც ებრძვის ეკლესიას, ყველაფერ ცუდს ხედავს ეკლესიაში, უშვერი სიტყვებით ლანძღავს მას. რაც შეეხება ჩვენი საზოგადოების მესამე, ანუ ყველაზე მრავალრიცხოვან ნაწილს, ის სიმპათიითაა განწყობილი ეკლესიის მიმართ, მაგრამ არ არის მხურვალე ქრისტიანი, ეკლესიაში იშვიათად დადის. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სწორედ ამ მესამე, ანუ შუა სეგმენტში მოხდება განხიბლვა ეკლესიის მიმართ და ეს იქნება ეკლესიის პრობლემა.

„ვისაც სძულს ეკლესია, კიდევ უფრო გამყარდებიან ამ სიძულვილში; ვისაც უყვარს ეკლესია, ანუ ვგულისხმობ მრევლს, ის კიდევ უფრო გამყარდება თავის დამოკიდებულებაში მამაოების მიმართ; ხოლო შუა ნაწილი, ანუ ყველაზე დიდი ნაწილი განიხიბლება ეკლესიის მიმართ, რადგან იფიქრებენ, ესენი ვინ ყოფილან?! პირადად მე ვხედავ დიდ განსხვავებას ეკლესიასა და საპატრიარქოს შორის, მე ვხედავ განსხვავებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მამაოების ეკლესიას შორის. ამიტომ როგორმე საქართველოს მამაოების ეკლესია უნდა ვაქციოთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიად. ამას დრო დასჭირდება, ამას დასჭირდება ის თაობა, ვინც არ იქნება მოწამლული არც ათეიზმით, არც კომუნიზმით“,-მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.   

„სახალხო პარტიის“ ლიდერს მამუკა გიორგაძეს რჩება განცდა, რომ ხელისუფლება ჩასაფრებულია და საპატრიარქოსგან შეცდომების დაშვებას ელოდება.

„მართლმადიდებელი მორწმუნე მრევლისგან არ ყოფილა აჟიტირება იმაზე, როცა სხვა კონფესიის წარმომადგენლები დაავადდნენ. თუნდაც იგივე ზუგდიდის თემა სხვა კონფესიის წარმომადგენლებს უკავშირდება. ჩვენ არც იმაზე ვსაუბრობთ, რომ მარნეულის თემა სხვა აღმსარებლობის ხალხს ეხება. ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალურ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენს მორწმუნე საზოგადოება და არ ცდილობს, ამ სიტუაციაში დისონანსი შეიტანოს, მაგრამ მაინცდამაინც მართლმადიდებლების მიმართ რატომ იგრძნობა ასეთი დამოკიდებულება?! არ ვიცი, ეს ხელისუფლების ინტერესშია პატრიარქისა და საპატრიარქოს დიდი რეიტინგის გამო?  უბრალოდ, ეს ყველაფერი ცოტა ცუდად ჩანს. არ უნდა შეიქმნას იმის განცდა, რომ ჩვენ ვმტრობთ ერთმანეთს“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე და განმარტავს, რომ ცალკეულმა პირებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოაჩინეს სასულიერო პირთა ქადაგებები.

მაგალითად, მეუფე იობს დასწამეს, ლამის მოხუცების დახოცვა მოითხოვაო. სინამდვილეში, მეუფე იობმა თქვა, ჩვენ ყველანი მოვემზადოთ სიკვდილისთვისო.

 

 

 

 

Katana .
პაატა ზაქარეიშვილი: „საპატრიარქო დღეს როგორც ანგრევს თავის ავტორიტეტს, ამ ავტორიტეტს ისე ვერავინ დაანგრევს გარედან. ჩასაფრება რას ნიშნავს? ვინმემ დაავალა საპატრიარქოს, ასე მოიქეცითო? თვითონ იქცევიან ასე."

სრული სიმართლე!

"პირადად მე ვხედავ დიდ განსხვავებას ეკლესიასა და საპატრიარქოს შორის, მე ვხედავ განსხვავებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს მამაოების ეკლესიას შორის."

მეც ვხედავ და იმიტომაც, კარგა ხანია, განვიხიბლე!
რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ ვიყო ქრისტესთან, მაგრამ სურვილი აღარა მაქვს ვიყო მამაოების ეკლესიასთან!
ჩემი ბრალი არ არის ეს.
ეკლესიის მესვეურნი ზნეკეთილობის პირადი მაგალითით უნდა განამტკიცებდნენ რწმენას ხალხში, თორემ ყველა უბანში ეკლესიის აშენება არაფრის მანიშნებელია, შემოსავლების გაზრდის სურვილის გარდა. მით უმეტეს, როცა ვხედავთ, ტელეეკრანიდან როგორი ლექსიკით იმუქრება ქორეპისკოპოსი:
"- არა მარტო ვაგინებთ, დედებს მოვუკითხავთ სულ ყველას.. მკიდია ბიძინათი დაწყებული, ყველათი დამთავრებული, დედას "იმასვუზამ" ყველას! "
ბმული /> და ეს კაცი ისევ პატრიარქის მარჯვენა ხელია დღესაც!
4 წლის უკან
Maverick Katana, ამ შემთხვევაში გეთანხმები და ასევე ვეთანხმები პაატა ზაქარეიშვილს!
4 წლის უკან
trampi ფხიზელო


შენ მამაოების გამო დადიოდი ეკლესიაში თთუუუუუუუუუუუუუუ .....შიგნიდან რაღაცა გექაჩებოდა ეკლესიიისკენ?
ან კი ეკლესიაში მამაოების გამო მიდიის ეს ხალხიიი??
(აი იმ ჩემს დიდ ,,გამქრალ,, პოსტში მაგეებზეც მქონდა საუბარი)
ისე მასეთნაირ შეკითხვებს ჩემი ახლობლებიც მეკითხებიან ხოლმე .... მათაც მასე ვეკითხები--ვპასუხობ და მერე ყველაფერი ლაგდება ხოლმე.....
კაი პოსტი გამიქრა მაშინ, კაი პოსტი
4 წლის უკან
Katana . trampi, შენი აზრით, "მამაოს" (მღვდელს, მეუფეს, მიტროპოლიტს და ა.შ.) რა ფუნქცია აკისრია ეკლესიაში?
არავითარი? (შენი შეკითხვიდან ასე გამოდის).
მაშინ რისთვის უხდის გაჭირვებული, გამათხოვრებული, სანაგვეებში ლუკმის მძებნელთა უზარმაზარი არმიის პატრონი სახელმწიფო ყოველწლიურად 25 მილიონს სამღვდელოებას?
გიფიქრია ამაზე?
4 წლის უკან
trampi რა აკისრიათ და............ მწყემსობა.......
მაგრამ ცუდი მწყემსი არ გაგიგიაა? ან ყველა ერთნაირად ერთგულია თავის საქმიის?(ნებისმიერ საქმეს ვამბობ)
ხმელთან ერთად ნედლიც იწვისო.... ხომ გაგიგია?
მამაო ჯერ ადამიანია, თავის პლიუს მინუსით და მერეა მხოლოდ მამაო......ანუ მინუსები ყველას ექნება, გაააჩნია რა მინუსი და რა დოზით....
შენ რომ ამბობ მასეთი მამაოები, ეკლესიაში არ უნდა იყვნენ--გეთანხმები..100% (ეგ იმის ბრალია რომ დაგვიბერდა პატრიარქი)
ისე მასეთები მაცხოვრის დროსაც ბევრნი იყვნენ ......და ჩვენ რომ ვსჯით მაგ საქმეს, ეგეც მაგის გამოხატულებაა ...არ უნდა იყოს ეგ საქმე იმ დონეზე დაშვებული, სამწუხაროდ მაგათი ავი ზნე ჩვენი გასარჩევი რო გახდა...
.დროის და გარემოს ზეგავლენასაც ნუ გამორიცხავ...ისე მამაოების ეს ,,ფერისცვალებები,, თავის დროზე მაცხოვარმა იწინასწარმეტყველა კიდეც...და
კიდევ ის უამრავი ტაძრების აშენება მორთვა---მოპრანჭვაზეც გვაფრთხილებდა....
..ის 25 მილიონი კიდე ჯიპებისთვის არაა განსაზღვრული....წესით ეგენი ათას ღონისძიებას უნდა ატრებდნენ(ბევრგან ატარებენ კიდეც)
ისე კი გეტყობა ნამდვილ *(პატიოსან) მამაოებს არ შეხვედრიხარ.....
4 წლის უკან
Katana .
პაპა, რატომ გაგიჩნდა ჩემთან კამათის სურვილი არ ვიცი, რადგან, როგორც ვხედავ, ყველაფერში მეთანხმები და ერთადერთ რამეზე გწყდება გული:
გეტყობა ნამდვილ *(პატიოსან) მამაოებს არ შეხვედრიხარო :)))
შევხვედრივარ!
ბევრს არა... გამონაკლისად რომ ჩათვალო, იმდენს. ხოლო გამონაკლისი, გაგონილი გექნება, ადასტურებს წესს!
აი, როგორია "წესი", ეს ნანახი მაქვს ვიდეოში... (ამაზე ადრეც დამიწერია და არც არასოდეს დამავიწყდება):
თბილისში, ქუჩის კუთხეში, სიცივეში მდგარ, მობუზულ ახალგაზრდა ქალს მიუვარდა ერთი ბეხლეწი, შავანაფორიანი, გულზე მძიმე ჯვარჩამოკიდებული მეუფე (როგორც თვითონ განუცხადა) და შავი დღე აყარა: შენ რომ აქ სანთლებს ყიდი, საპატრიარქოს ბიზნესს უწევ კონკურენციასო!!!
ეხვეწა ის ქალი, ბავშვი მყავს ავად და წამლის ფული უნდა მოვაგროვოო, მაგრამ ამან ქვა ააგდო: - არ ვიცი მე არაფერი!.. წადი აქედან, არ დაგინახოო!..
გაიგე, პაპავ?
საპატრიარქოს ბიზნესს უწევ კონკურენციასო, კაცო!.. ბიზნესსაო!..
და შენ გინდა, რომ მივიდე ეკლესიაში და ამნაირი "მამაოს" ქადაგებას ვუსმინო იმის შესახებ, როგორი კეთილი და კაცთმოყვარე უნდა ვიყო მე?!
გმადლობთ! - მე სახარება მაქვს სახლში და ქრისტეს მოვუსმენ... ძალიან თუ არ გეწყინებათ იმათ, ვინც მღვდლის მოსმენას ანიჭებთ უპირატესობას.
4 წლის უკან
4 წლის უკან
Serapina დავაკვირდეთ ბოლო, 20-30 წლის დინამიკას...
საპატრიარქომ რა აშენა?
კედლები, შენობები... კომერციული ურთიერთობები...
ერთ სოფელს, მეორე ეკლესია რად უნდოდა?
ქალაქის ყველა უბანს ეკლესია რატომ ჭირდებოდა?
...თუ, ამდენ დასაქმებულ ხალხს, დრო არ ექნებოდა ქალაქის 3-4 დიდ ეკლესიაში(რაც სრულიად საკმარისია) რომ ევლო?!
ყველა კორპუსის ფანჯარას რომ ეკლესიის შენობა მიადგეს, ეს ვინმეს ღმერთთან სიახლოვის სიმბოლო ეგონა ალბათ…
..არადა, ღმერთთან სიახლოვისთვის საპატრიარქოს მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების შენება ევალობოდა... რაც, ეკლესიის ფუნდამენტური მოვალეობაა!
იმ ეკლესიების ნაცვლად რომ სახელოსნოები და სამკერვალოები ეშენებიათ... მათხოვარი, ქუჩაში ხელს აღარ გაიწვდიდა. დედა სამკერვალოში(საკონდიტროში, სამრეცხაოში...) იმუშავებდა. მეძავს არჩევანი ექნებოდა...
ამ კუთხით კომერციულ დამოკიდებულებებს, ყველა პატივისცემით მოეკიდებოდა. მსოფლიო ეკონომიკის მწვერვალები არ იქნებოდა საჭირო... ქართველ ბავშვებს რომ ქართული ტანისამოსი, ფეხსაცმელი და სათამაშო ჰქონოდა ....ქართული შოკოლადი და ნამცხვარი ეჭამა(ნაცვლად თურქული და რუსულისა)... დედა სახლში ჰყოლოდა და არა უცხოეთში, წლობით... ვითომ, არ იქნებოდა ეს კარგი საქმე?
იყოს ის შეღავათები რაც სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიას აქვს ისე, რომ ჯიპიანი მამაოები კი არა... კეთილსინდისიერი საზოგადოება მივიღოთ.
...და მაშინ არ მოგვეჩვენება რომ ჩვენ მართლმადიდებლობას ვიღაცა გარედან ემუქრება. ვერც ჩვენი ტვინმოღრეცილი მედია შეძლებს ამდენ უმსგავსობას... ვერც ქართველი ვირეშმაკოლოგები ვერ შეძლებენ, ახალგაზრდების ფიქრებში ხელ-ფეხის ფათურს...ამ უკენესკნელზე დისკუსიაში, ათწლეულები გავა და ისევ იქ ვიქნებით, დასაწყისში რომ ვიყავით!!!მექანიზმების მოძებნაა საჭირო!... და არა ტელეეკრანებზე კეკლუცი, ღრიალი და სკამ-ჯამ-ჭურჭლის ბრახუნი!
როცა გგონია რომ ვინმე მტერია და გემუქრება, ვის უნდა დაეხმარო, შენ თავს თუ მტერს?
4 წლის უკან
Serapina trampiრა აკისრიათ და............ მწყემსობა.......
მაგრამ ცუდი მწყემსი არ გაგიგიაა? ან ყველა ერთნაირად ერთგულია თავის საქმიის?(ნებისმიერ საქმეს ვამბობ)
---------
ცუდი ექიმი, ხომ არ გვინდა საავადმყოფოში! …არც, ცუდი მასწავლებელი სკოლაში!
ცუდი მღვდელი რატომ არ მიგვაჩნია პრობლემად???
ვითომ ექიმზე და მასწავლებელზე ნაკლები პასუხისმგებლობაა, რასაც მღვდელი აკეთებს?!
4 წლის უკან
Katana . DDDzia, მადლობა ამ ბმულისთვის!..
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ დიდი მწერლები და პოეტები სულ თანამედროვეები არიან, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს მათი სიკვდილიდან.

ავტორი რომ არ ეწეროს და ერთი-ორი სიტყვაც რომ ჩაანაცვლო - მაგალითად, "ძვირფასი კარეტების" მაგივრად რომ "ძვირფასი მანქანები" ჩასვა (შარშან რომელიღაც მღვდელმა გადაუჯოკრა ჯიპების, ლექსუსების, ლენდკრუიზერების, კადილაკების მფლობელებს და თავი მოიწონა Maserati Panamera-თი, რომლის ფასიც 100 000 $- დან იწყება) - ვერც იფიქრებ კაცი, რომ ეს დღეს არ არის დაწერილი!

ე.ი. დღევანდელი მთავრობის სახლის ადგილზე რომ რუსული სობორო იდგა, მას აქეთ არაფერი შეცვლილა და, სავარაუდოდ, როგორც Serapina წერს, "ათწლეულები გავა და ისევ იქ ვიქნებით, დასაწყისში რომ ვიყავით!!!"

წერე და იკითხე, რამდენიც გინდა!..
4 წლის უკან
ლევკოთეა გიკრავთ ტაშს Katana და Serapina.
4 წლის უკან