ფარაონები ეწინააღმდეგებოდნენ ებრაელების მსხვერპლთშეწირვის უფლებას, ისე მოვიქცეთ?“

ფარაონები ეწინააღმდეგებოდნენ ებრაელების მსხვერპლთშეწირვის უფლებას, ისე მოვიქცეთ?“

წინასააღდგომო დღეებში ბევრი მორწმუნე დადგა არჩევანის წინაშე, რა არის ქრისტიანის მოვალეობა კორონავირუსის პანდემიის ფონზე - იზრუნოს სხვა ადამიანზე, ანუ ბიბლიურად რომ ვთქვათ, იზრუნოს მოყვასზე, თუ მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისთვის გარისკოს ეკლესიაში წასვლა და ზიარება?!

უნდა დაირღვეს თუ არა კომენდანტის საათი აღდგომის ღამეს? ამის შესახებ For.ge „სახალხო პარტიის“ ლიდერს მამუკა გიორგაძეს ესაუბრა.

შესაძლოა, მორწმუნე ადამიანს უნდოდეს კიდეც თვითშეწირვა, მაგრამ სხვას არ უნდა გადასდოს ვირუსი და, უნებურად, ქრისტიანი ადამიანი არ უნდა გადაიქცეს მოყვასის მტრად. ზოგიერთი სასულიერო პირი თვლის, რომ დღევანდელი ვითარება 9 აპრილის ღამეს უტოლდება და საფრთხე ახლოსაა. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა შევხვდეთ აღდგომის ღამეს?

- ჩვენ ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციიდან და მასზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებას. კონსტიტუციაში ცალსახად გვაქვს რწმენის თავისუფლება. შესაბამისად, ყველა ვითარებაში მორწმუნე შეზღუდული არ არის, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მთავრობის, პრეზიდენტის, პარლამენტის მიერ მიღებულ დეკრეტში არაფერია ნათქვამი ამ მუხლის შეჩერებაზე. სხვა მუხლები შეჩერებულია, მათ შორის, შეჩერებულია გადაადგილების თავისუფლება, პირადი ქონების თავისუფლება და სხვა, მაგრამ აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეჩერებული. ეს იმას ნიშნავს, რომ მორწმუნე საზოგადოებას დღეს კანონით აქვს უფლება, ილოცოს ეკლესიაში და ეს რეგულაცია მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის შიდა განსასაზღვრელია. ამიტომ აჟიოტაჟი, ფსიქოზი, სიძულვილის ენა ამაზრზენია. მაშინ მივმართოთ მთავრობას, კეთილი ინებოს, შეაჩეროს მთლიანად კონსტიტუციის მუშაობა და, აქედან გამომდინარე, მერე ექნებათ კანონის ძალით რაღაცის მოთხოვნის უფლება. დღეს ამის უფლება არ აქვთ. ჯერ ერთი, სამი კაცის შეკრებაზე რომ ლაპარაკობენ, საინტერესოა, ეს სამი კაცი რომელ ტერიტორიაზე, რომელ ლოკაციაზე შეიძლება შეიკრიბოს? ჩემს ოჯახში 12 ადამიანი ვცხოვრობთ, ამით ვარღვევ კანონს? მაშინ, მოვიდნენ, დამაჯარიმონ, ან რატომ უნდა დამაჯარიმონ? ეს ხომ გაუგებარია.

თქვენი აზრით, საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, ეკლესიებშიც შეიზღუდოს რიტუალების ჩატარება?

- არ ნიშნავს ამას. აქ ჩანს ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მზაკვრობა. კანონმდებლობა ისეთია, რომ ქოთანს საითაც გინდა, იქით მიაბამ ყურს. ანტიეკლესიური ძალები, რომლებიც აქამდე გაჩუმებულები იყვნენ, გამოვიდნენ და ლანძღავენ პატრიარქს და ეკლესიას. თუ ასეთი საფრთხე იცის ხელისუფლებამ და პაატა იმნაძემ, კეთილი ინებონ და ხელისუფლებას მოსთხოვონ, აღმსარებლობის თავისუფლების მუხლი შეაჩეროს და საერთოდ გააჩერონ ქვეყანა. გააჩერონ ის დაწესებულებებიც, სადაც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხედავთ.

არის მოსაზრება, რომ ხელისუფლება ვერ უბედავს მხცოვან პატრიარქს ეკლესიებში შეზღუდვების დაწესებას, რადგან აქ არჩევნების ინტერესია.

- რას ვერ უბედავენ? ლანძღვა-გინებას ხომ უბედავენ მავანნი ჩვენს ეკლესიას? ხელისუფლებამ დატოვა ეს საგინებელი ფანჯარა ღია. ვის დაუტოვა ეს საგინებელი ფანჯარა? დღეს რომ ლაპარაკობს პაატა იმნაძე კუბოებზე, როგორ, აქამდე ტესტირება გაკეთებული იყო და პრობლემა არ იყო? აღდგომაზე გახდა პრობლემა? მადლობა ექიმებს მათი პროფესიონალური მოვალეობის შესრულებისთვის, მაგრამ ჩვენ ხომ არ დაგვიწყია კითხვები ჯანმრთელობის სამინისტროსთან მიმართებით, ჩვენ ხომ არ გვიკითხავს, რა მოხდა ნიღბებთან დაკავშირებით, რატომ არ ჩამოვიდა ტესტები? მორწმუნე მრევლი ამას გაგებით მოეკიდა, ვიცით, რომ უჭირს სახელმწიფოს, ობიექტური პრობლემებია.

რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით კითხვები თუნდაც იმიტომ ჩნდება, რომ მსოფლიოში უამრავი სასულიერო პირი კორონავირუსით დაავადდა.

- დავანებოთ მსოფლიოს თავი, ჩვენს თავზე ვილაპარაკოთ. ჩვენმა ეკლესიამ შეასრულა ტექნიკური ხასიათის ყველა მოთხოვნა-დისტანცირება, დეზინფექცია, პირბადეების გაკეთება, სიტკბოების ერთჯერადი ჭიქებით მიღება. ანუ რისი შეცვლაც შეიძლებოდა, შეცვალა, მაგრამ არის ეკლესიისთვის შეუცვლელი ზიარების წესი და მღვდელმსახურება. რატომ აქვთ ათეისტებს სიძულვილის ენა, რომ გამოდიან და აყენებენ შეურაცხყოფას ბარძიმს, კოვზს, სიწმინდეებს? ეს ჯანსაღი ლიბერალური პროცესია? ეკლესიის ფუნქცია წირვა-ლოცვა და უფლის მადლის მოპოვებაა. ეკლესიამ ეს დაადასტურა საქართველოს ისტორიის განმავლობაში, სწორედ ამ მადლის მოპოვებით ეკლესია სახელმწიფო ინტერესებს იცავდა. ეკლესიური მადლი განაპირობებდა იმას, რასაც ჩვენი სახელმწიფოსთვის წარმატება მოჰქონდა. არ ხდება ასე, ბატონებო, რომ შევწყვიტოთ ღვთის დიდება ორი საათით.

რას იტყვით იმ მოსაზრების შესახებ, რომ სანთლებით ხელში აივნებიდან მიულოცოს ხალხმა აღდგომის დღესასწაული ერთმანეთს იმისთვის, რომ დაინფიცირებას ავცდეთ?

- საყვარელო ადამიანებო, 6 ათასი ბერი ერთ დღეს აღდგომა ღამეს რომ არ გაქცეულა, ერთი-ორის გამოკლებით და მერე ის გაქცეულებიც დაბრუნდნენ, ეს არაფერს ნიშნავს? ირანის ჯარი რომ დაადგათ თავზე, წირვა არ შეწყვეტილა დავით გარეჯის მონასტერში. დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა დავით გარეჯია, დავით გარეჯს დღესაც ბერები იცავენ და რას ვეუბნებით დღევანდელ ბერებს, სამღვდელოებას, არ ჩაატარონ წირვა? სხვათა შორის, შაჰ-აბასმა გაითვალისწინა ქართველი ბერების თხოვნა და ზიარებამდე არ დახოცა, ზიარების შემდეგ კი დახოცა და რა გახდა ასეთი ეს პანდემია, ზიარება არ აცალონ ხალხს?!

სასულიერო პირებს არავინ უკრძალავს სააღდგომო რიტუალის ჩატარებას, ბერებმაც შეიძლება ერთმანეთს გადასდონ ვირუსი და, თუ ცუდი რამ მოხდება, ეს ბერებისთვის ქრისტესთან შეხვედრა იქნება, მაგრამ, თუ არის პასუხი იმ კითხვაზე, რატომ უნდა გადასდონ მორწმუნეებმა ეს ვირუსი სხვა ადამიანებს, მათ შორის, მოხუცებს, იმუნიტეტდაქვეითებულებს?

- ეს უკვე სხვა თემაა. ჩვენ აპრიორი უნდა შევთანხმდეთ იმაში და ყველამ გააცნობიეროს, რომ ეკლესია წირვა-ლოცვას ვერ შეწყვეტს და ეკლესია იმიტომ ლოცულობს, რომ უფალმა საქართველო დაიფაროს კორონავირუსისგანაც და სხვა პრობლემისგანაც. ანუ სასულიერო პირები ამას აკეთებენ და თვითშეწირვაზე მიდიან. ჩვენ რომ ვუყურებთ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებას, უფლის მადლი აქ უფრო მეტია, ვიდრე სხვადასხვა ხელისუფლების შრომის შედეგი. ახლა ვისაუბროთ, როგორ შეიძლება აღვნიშნოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ისე, რომ მინიმუმამდე დავიცვათ სიფრთხილე. აქ საჭიროა ხელისუფლების აქტიურობა, აქ არის საჭირო შეთანხმებაზე წასვლა და არა ის, რომ ფსიქოზს შეუწყონ ხელი. ამ ექიმებმა და პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ასევე, არასამთავრობოებმა ფსიქოზს არ უნდა შეუწყონ ხელი. ცალკე საკითხავია კიდევ, ფსიქოზი უფრო დიდი დაავადებაა თუ ვირუსი. ამ ფსიქოზის შედეგები ცოტა ხანში დაგვიდგება.

როგორ ფიქრობთ, აღდგომის ღამეს ხელისუფლებამ ღამის 12-დან 3 საათამდე უნდა მისცეს მრევლს ეკლესიაში მისვლის უფლება?

- ეს ელემენტარული ტექნიკური საკითხია. სამებაში სააღდგომო წირვა ცოტა დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ სხვა ეკლესიებში ყველგან 2-3 საათზე დასრულდება წირვა. აქედან გამომდინარე, ღამის 3 საათიდან 6 საათამდე ეკლესიის ეზოებში შეკრებილმა მრევლმა რა უნდა გააკეთოს? ჯინაზე დავუდგეთ ჩვენს მრევლს? პატივმოყვარეობამ გვძლიოს და, როგორც ეგვიპტის ფარაონები ეწინააღმდეგებოდნენ ეგვიპტეში ებრაელებს მსხვერპლთშეწირვის უფლებას, ისე მოვიქცეთ? ეს სწორედ მისტიური თემაა და როგორ დაამთავრეს ფარაონებმა, ჩვენ ხომ ვიცით? როგორ დაამთავრეს ეკლესიასთან მებრძოლმა ხალხმა, ესეც ხომ ვიცით? ამიტომ ზიარების შემდგომ მრევლს მიეცეს საშუალება, ცალ-ცაკლე წავიდნენ სახლებში, თორემ, თუ მრევლი ეკლესიაში ისევ დარჩა, მაშინ დამატებითი 3 საათის განმავლობაში ეს მრევლი ერთმანეთს მიულოცავს აღდგომას, ვიღაც ერთ ჭიქა ღვინოს დალევს, ვიღაც პასქას გაჭრის და ეს უფრო პრობლემური იქნება. ამით დაკმაყოფილდება ხელისუფლების პატივმოყვარეობა, რომელიც 3 საათი კიდევ გაამწარებს ადამიანებს, მაგრამ ეს ხომ შედეგს არ მოიტანს? თვითონ ეკლესია მაქსიმუმს აკეთებს, რომ რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები არ მივიდნენ ტაძრებში, ხალხმრავლობა არ იყოს. ხომ შეიძლება, ამ პერიოდის განმავლობაში დავურიგოთ თითოეულ ეკლესიას, როგორც თვითონ ტაძრის, ასევე, ეზოს შესაბამისი საშვები, რამდენი ადამიანი შეიძლება დისტანციაზე იყოს და სასულიერო პირებმა თვითონ დაარეგულირონ ეს საკითხი. მე თუ ჩემი მოძღვარი მეტყვის, მამუკა, შენზე უფრო მეტად მრევლის სხვა წევრს სჭირდება დღეს აღდგომაზე ყოფნა, მე მაქვს 20 საშვი და შენ შეიკავე თავი, ან სხვა ტაძარში წადიო, მე დავემორჩილები ჩემი მოძღვრის გადაწყვეტილებას. არის ეკლესიები, სადაც ერთი მღვდელი მსახურობს, მაგრამ არის ეკლესიები, სადაც რამდენიმე მღვდელი მსახურობს, ხომ შეიძლება, მრევლის ნაწილი ღამის წირვაზე მივიდეს, ნაწილი დღის წირვაზე, ანუ ხალხის კონცენტრაცია შევამციროთ ერთ ტერიტორიაზე. გამოსავალი შეიძლება მოვიფიქროთ იმისთვის, რომ საფრთხე მინიმუმამდე დავიყვანოთ. ამის მაგივრად ფსიქოზი და აჟიოტაჟია ატეხილი, რისი გამოყენებაც უნდათ იმისთვის, რომ ეკლესია თურმე უპასუხისმგებლოა და პოლიტიკოსები და პარტიები არიან თურმე პასუხისმგებლიანები.

მორწმუნე ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ზიარება განმაკურნებელია, მაგრამ რა ვუყოთ იმ მრევლს, რომელიც ეზიარება, თვითონ გადარჩება, მაგრამ მივა სახლში და მიიტანს ვირუსს?

- როდესაც ადამიანი იღებს ზიარებას საკურნებლად და საცხოვნებლად, მას ამის სწამს და 2-ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევები, დაავადება გადადებულიყოს. თეორიულად დასაშვებია, ყოფილა ისტორიაში, რომ ვიღაცას რაღაც საშუალება ხელოვნურად, შეგნებულად გამოეყენებინოს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ბუნებრივი გზით არ მომხდარა დაავადების გადადება. მაგალითად, არის მოსაზრება, რომ დავით კურაპალატი ზუსტად ასე მოიწამლა, დიდ ხუთშაბათს სასიკვდილო წამალი შეურიეს, შეასვეს და დაახრჩვეს, მაგრამ მასთან ერთად სხვა არ მოწამლულა. ანუ ეს მოწამლვა უშუალოდ საერთო ბარძიმიდან და საერთო კოვზიდან არ მომხდარა, რადგან სხვები არ დასნეულებულან. ჰიგიენაზე ყურადღების გამახვილება კი დაახლოებით იგივეა, მაცხოვრის მოწაფეებს ბრალს რომ სდებდნენ, თქვენ ხელდაუბანლად ჭამთო. ეს სახარებისეული ეპიზოდია, არაფერი ახალი არ ხდება, ყველაფერი გავლილია. ეს ყველაფერი მოგვარებადია, როდესაც არის ჯანსაღი განწყობა, როდესაც გვინდა, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ.

ნდობის ფაქტორი რომ იყოს, ელემენტარულად, დავემორჩილები ხელისუფლების გადაწყვეტილებას, მაგრამ, როდესაც ვხედავ, რომ ამის მიღმა კიდევ ქვეტექსტებია, აქ დგება პრობლემა. ხელისუფლება ვალდებულია, მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არჩევანი არ გააკეთოს და ყველას ხელისუფლება იყოს. ხელისუფლების მაღალი პასუხისმგებლობა სწორედ ამას ნიშნავს, შენ შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ შენ ხარ ხელისუფლება და გევალება, მრევლზეც იზრუნო. ამიტომ, მოდით, ამ ზრუნვის ფორმებზე ვისაუბროთ.

რაც შეეხება 9 აპრილის საფრთხესთან კორონავირუსის შედარებას, აქ ერთი უზუსტობაა, პაატა იმნაძის მოწოდება და მისი უწმინდესობის მოწოდება უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან. 9 აპრილის ბრძოლამ შედეგი მოიტანა. შესაბამისად, დღეს ჩვენი ამოცანაა და, საერთოდ, ქართველების ამოცანა მუდმივად იყო, ხვალინდელი დღე გამხდარიყო უკეთესი. ვინმემ ამიხსნას, მარაბდაში რატომ წავიდნენ საბრძოლველად ქართველები? ან სხვა ბრძოლებში რატომ მივიღეთ მონაწილეობა? ან ასი ათასი მოწამე რატომ შეეწირა ერთ დღეს სარწმუნოებას? უფლის დიდებას მოაქვს გამართლება. თუ ჩვენივე ხელით ამ დიდებას დავამსხვრევთ, შედეგი არ იქნება.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, ამ საკითხში მაინც არავინ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არ გამოდის, უბრალოდ, შესაძლებელია, მოლაპარაკებით, ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით შედგეს შეთანხმება. ისე კი არა, მე ვთქვი და უნდა გააკეთო. ერთმანეთის ხათრით არ უნდა დავამძიმოთ სიტუაცია და, ამავდროულად, უნდა ვადიდოთ უფალი. ვინმეს რომ ეთქვა მარაბდაში მიმავალი ქართველისთვის, სად მიდიხარ, მაინც ხომ იცი, რაც მოხდებაო, დაუჯერებდა? ამის ძალიან კარგი მაგალითია მეფე ერეკლეს დასაფლავება. იმ დროს შავი ჭირი მძვინვარებდა ქვეყანაში, მაგრამ მეფე ერეკლე დასაფლავდა დიდებით, როგორც ეკუთვნოდა ღვაწლმოსილ მეფეს, პლუს მაქსიმალურად იყო დაცული, დღეს რომ ვუძახით, სოციალური დისტანცია. კახელებმა წამოასვენეს მეფე ლოჭინამდე, ლოჭინიდან არაგველებმა-მცხეთამდე, მცხეთაში მცხეთელებმა დაასვენეს. თუკი ამას ვახერხებდით მაშინ, დღეს რა გვჭირს? ხომ შეიძლება, დიდებით შევხვდეთ უფლის აღდგომას, თან ისე, რომ არ შევქმნათ პრობლემები.

კიდევ ერთი საინტერესო თემა, ჩვენ ვამბობთ, შესაძლებელია, ეკლესიაში სააღდგომოდ მისული მრევლი დასნებოვნდესო. იქ თუ დასნებოვნებული არ მივიდა მრევლი, სხვას როგორ გადასდებს? ანუ მარტივი ლოგიკაა, ხალხი უკვე დასნებოვნებული ყოფილა. ამაზე აგონ ექიმებმა და სახელმწიფომ პასუხი, დასნებოვნებული ხალხი რატომაა ქუჩაში. რატომ არ ვიცით, თუ დასნებოვნებულები ვართ? აქ ვისი ბრალეულობა იკვეთება? ანუ ხელისუფლება რას გვეუბნება, ან ვითომ ოპოზიცია რომ არის და დღეს სახელისუფლებო ნარატივში რომ არიან ჩართულები, რას გვეუბნებიან? ხალხო, თქვენ რომ პატივს გვცემდით და გვაქებდით, რომ კარგად მოვუარეთ კორონავირუსის პრობლემას, ეს თურმე ფიქცია ყოფილა, თურმე დაინფიცირებული ადამიანები მრავლად დადიან ქალაქში და ერთად თუ შეიყრებით, შეიძლება გადაგედოთო. დღესდღეობით მხარს ვუჭერ ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ვალდებულება და უფლება, გამოიყვანოს ქართველი ხალხი პანდემიის შემოტევის მდგომარეობიდან. არც ეკლესია და არც მრევლი არ არის ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ რატომ არის ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ, ეს არ ვიცი.

 

ლევკოთეა დემაგოგობს ყოფილი პოლიტიკოსი
4 წლის უკან
dimpi რაში?
4 წლის უკან
ანდრია დემაგოგობს კი არა, მამაძაღლობს
4 წლის უკან
Katana . რატომ "ყოფილი"? - ხომ იცით, რომ პარტია, რომელსაც ეგ ხელმძღვანელობს, სიდიდითა და გავლენით, მეორე ადგილზეა საქართველოში (თაკო ჩარკვიანის პარტიის შემდეგ).

(სიტყვამ მოიტანა და, ამის პარტიასაც აფინანსებს ბიუჯეტი?)

P.S. დემაგოგობა კი არა, მამაძაღლობაც ევფემიზმია მისი ნალაპარაკევის შესაფასებლად!..
4 წლის უკან
4 წლის უკან
4 წლის უკან
trampi კატანა

ვერ გავიგე, შეკითხვა მაქვს---
.......კი მაგრამ მაინც და მაინც აღდგომის ღამეს გადადის ეს ვირუსიიი??
მეორე დილით?
თუ მუცლის გვრემა ზოგ-ზოგებს მაინც და მაინც აღდომაზე დ სააღდგომო ლიტურგიაზე ააქვთ??
ან იქნებ ეს ვირუსი ღამ-ღამობით უფრო დიდი სიჩქარით გადადის....... და დღისით ?
მოკლედ ვერ ვიგებ ამათსას ვერაფერს ..... ჭრელო პეპელაო ისეა ამათი საქმე
4 წლის უკან
Katana .
. პაპა, ღადაობ?! (პაპათი მოგმართავ, რადგან შენს მენტალიტეტს და აზროვნების სტილს ეგ ძველი ნიკი უფრო უხდება, ვიდრე "ტრამპი" ან ბაიდენი).
ვინ თქვა, რომ მაინც და მაინც აღდგომის ღამეს გადადის ეს ვირუსიო?
შენ ვითომ არ იცი, რომ ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის ყველაზე იოლად და ამისათვის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაცია ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტია?!
და როდის არის ასეთი კონტაქტი ყველაზე მჭიდრო? - ცხადია, როცა დიდი ღვთისმსხურების გამო, მილეთის ხალხი იყრის თავს ეკლესიაში. (ეს მილეთის ხალხი ღრმად მორწმუნე, ქრისტიანი, მართლმადიდებელი მრევლია თუ უბრალოდ ადამიანთა დიდი ჯგუფი, მაგრად ჰკიდია კორონას!).
ამიტომა აქვთ "მუცლის გვრემა ზოგ-ზოგებს მაინც და მაინც აღდომაზე და სააღდგომო ლიტურგიაზე", რომ არ უნდათ იტალიის კადრები განმეორდეს ჩვენთანაც, კუბოები რომ ისე იყო ჩამწკრივებული, როგორც ავტომანქანები - პარკინგზე...
თუ ვინმე იმდენად სულელია, რომ ჰგონია, თითქოს ვირუსი ათეისტების ავადმყოფობაა და მორწმუნეებისათვის არ არის საშიში, (რადგან ლოცვაა ყველაზე კარგი პრევენცია, თურმე), გაიხსენოს ან გაიკითხოს, რითი გარდაიცვალა საქართველს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე: ის ქოლერით გარდაიცვალა 1921 წელს.
როგორ ფიქრობენ, ლოცვა და მლოცველები აკლდა საქართველოს პატრიარქს?!

რაო, არ უნდა ეზრუნა მთავრობას, რომ მინიმალური ყოფილიყო ასეთი უკონტროლო კონტაქტის შესაძლებლობა აღდგომის ღამეს?
იზრუნა და მადლობა ღმერთს, რომ მრევლის უდიდესმა ნაწილმა სათანადოდ გააცნობიერა საფრთხე და შინ დარჩა, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ მეორე, ნაკლები (და ნაკლებად შეგნებული) ნაწილი ხალვათად, დისტანციის დაცვით დატეულიყო ტაძრებში (მამა დავითის ეკლესიის გამოკლებით).
რა არის აქ საკამათო?!
და რა შუაშია "მეორე დილა"? ან რაზე მიანიშნებ, როცა წერ: იქნებ ეს ვირუსი ღამ-ღამობით უფრო დიდი სიჩქარით გადადისო?
ღამ-ღამობით გვიყვარს ქეიფები, დიდ-დიდი სუფრები, ჩახუტებები, გადაკოცნ-გადმოკოცნები და ამას რომ შეუშალონ ხელი, იმიტომ აკრძალეს ალბათ ღამის საათებში გადაადგილებები, თორემ გახარიას გადასახდელი არ არის ის სუფრები და დაიკიდებდა ფეხებზე ეგეც, როგორც ამ ჩვენს რესპონდენტს ჰკიდია, ზემოთ...
4 წლის უკან
zzzzz "- ჩვენ ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციიდან და მასზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებას. კონსტიტუციაში ცალსახად გვაქვს რწმენის თავისუფლება"

ამ უფლებას ზოგადად არავინ ზღუდავს, მაგრამ კონსტიტუციის მე-16 მუხლში ასეთი პუნქტებია ცნობისათვის:

მუხლი #16 - რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები
1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
3. დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

მე-2 პუნქტით შესაძლებელია შეზღუდვა,ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით. დეკრეტში, რომ ამ მუხლის ამ პუნქტის ამოქმედებაზე არაფერი წერია, ეს იმის ბრალია, რომ უცოდინარ ხალხთან გვაქვს საქმე მთავრობაში, ან უბრალოდ იურიდიულად გამართული საკანონმდებლო აქტის მიღებას სულაც არ დაეძებენ, იციან რომ გაასაჩივროს ვინმემ მაინც ვერაფერს მიაღწევს, აი ეს არის სულ.
4 წლის უკან
4 წლის უკან
Maverick შეკითხვა მ. გიორგაძეს:
ჩვენ მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლების დამხობის დროს ასეთივე ღვთისმოსავი იყავი თუ ახლა ინანიებ ცოდვებს? და კიდევ, მოძღვარის ჭკუაზე ახლა დაიწყე სიარული, თუ ადრეც დადიოდი?!
4 წლის უკან
trampi აუუუუუ აუუუუუუ რამხელა პოსტი გამიქრააააა.......................არ მეგონა ..
აუუუუუ......იმას ვეღარ დავწერ
ფხიზელო
შენ გწერდი
აუ რა მაგარი პოსტი იყო
ძველებური დიდი ვეფხისტყაოსანი ....არ ქონდა მონიშნული..გადავეჩვიე
აუუუუუ .......ფუუუუუუ..... გავგიჟდი ძლივს პოსტი დავწერე და ......................... გაქრა
4 წლის უკან
ტაბალი გიორგაძის ჯურის ამებებს კოვიდი რას შეედრება!,
4 წლის უკან