„ზედმეტი ძალაუფლება საეკლესიო პირებსაც ბევრ შეცდომას აშვებინებს, ამიტომ მოაწყო დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრება“

„ზედმეტი ძალაუფლება საეკლესიო პირებსაც ბევრ შეცდომას აშვებინებს, ამიტომ მოაწყო დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრება“

მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. დაავადების გავრცელების პიკი, რომელზეც მედიკოსები უკვე აქტიურად საუბრობენ, პირდაპირ კავშირშია მოახლოვებულ საეკლესიო დღესასწაულთან. ადამიანების დიდმა თავყრილობებმა შესაძლოა, ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახადოს. მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმება, ერთნაირად მიუღებელი აღმოჩნდა როგორც ეკლესიის აქტიური მრევლისთვის, ისე ოპოზიციისთვის. for.ge-სთან ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მთავრობის მუშაობა ეფექტური ვერ იქნება, თუ ამაში მოსახლეობაც არ დაეხმარა.

ბატონო რამაზ, მოსახლეობა უკმაყოფილოა საგანგებო რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრებით, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის პროპორციული, ზედმეტად ხომ არ ფრთხილობს ხელისუფლება?

- როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ამ საკითხზე ჩატარდა კვლევა. მართალია, მე არ ვიცი, ეს კვლევა რა მასშტაბისაა, მაგრამ, თუ დიდი მასშტაბით იყო, ტაძრებში წამსვლელთა პროცენტი დიდი არ არის. ანუ, გაიფანტებიან და არ შეიქმნება ადამიანების სიჭარბე რომელიმე კონკრეტულ ადგილებში. ეს ინფორმაცია მაძლევს იმის საფუძველს, რომ მეტ-ნაკლებად ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი. ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ისიც, რომ მთავრობამ თავისი ოპერატიულობით მოახერხა, იმ შედეგის დადება, რაც დღეს გვაქვს. მთავრობამ პირველივე დღიდანვე აიღო სწორი და ეფექტური კურსი ვირუსთან საბრძოლველად, რაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ ვერ გააკეთა. ბევრმა ქვეყანამ ვერ შეაფასა ჯეროვნად კორონა ვირუსი და დღეს აქვთ ძალიან მძიმე შედეგები. ამ მხრივ, ჩვენმა მთავრობამ ძალიან ოპერატიულად იმოქმედა, რაც მთავარია, დაეყრდნო პროფესიონალებს და ამის შედეგია, რომ საქართველოს სურათი კარდინალურად განსხვავდება ევროპული სურათისაგან. თუ აქამდე ეს მოვახერხეთ ე.ი. შეგვიძლია რაღაც კარგად ვაკეთოთ და ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუ ხელი არ შეგვიშალა ჩვენმა ხასიათმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად საპატრიარქოც არ აღმოჩნდა ერთსულოვანი და ის ოქროს შუალედი, რაც გამონახა ხელისუფლებამ, იქნება კი საკმარისი კრიზისის თავიდან ასაცილებლად?

- დღევანდელ დღეს, ხშირად ისმის კრიტიკა, რომ ხელისუფლება ანებივრებს საპატრიარქოს და არის ინტერპრეტაციებიც, რომ ხმები სჭირდებათ არჩვენებზე და ასე შემდეგ. მოდით სიმართლეს შევხედოთ თვალებში, თუ ვინმემ გაანებივრა საპატრიარქო, (ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პატრიარქს არ ვგულისხმობ) და აფიქრებინა, რომ ის ყველაზე მაღლა დგას, ეს არის მოსახლეობა. ჩვენ გვაქვს ასეთი დამოკიდებულება და ხელისუფლებას ამ დამოკიდებულებამ მისცა ამის საბაბი. მარტო პოლიტიკოსებს არ აზიანებს ზედმეტი ძალაუფლება, საეკლესიო პირებსაც ბევრ შეცდომას აშვებინებს, ამიტომ იყო თავის დროზე, რომ დავით აღმაშენებელმა მოაწყო რუის-ურბნისის კრება და სამღვდელოებას შეუკვეცა გავლენები. თუ მაშინ დადგა ამის საჭიროება, ე.ი. ზედმეტობა მაშინაც იყო საქართველოს ისტორიაში, აღარაფერს ვამბობ სხვა ქვეყნებში რელიგიის მსახურთა გადამეტებულ პრეტენზიებზე, რომელიც არის ხოლმე საერო მმართველობაში. ამ უფლებას ყოველთვის ხალხი აძლევს ხოლმე და ხალხიც იძულებული ხდება დაემორჩილოს, რადგანაც ძალიან დიდი ძალა გროვდება საეკლესიო ჯგუფების ხელში, ისეთი ძალა, რომელსაც შეუძლია ყველაფერი წალეკოს. გავიხსენოთ 17 მაისის უსიამოვნო პრეცედენტი იმისა, რომ თუ ეკლესიამ მოინდომა, ძალიან ბევრი ქაოტური პროცესი შეიძლება დაიწყოს ქვეყანაში. დღეს ამ ტანჯული ექიმების, რომლებიც სამღვდელოების ზოგიერთი წარმომადგენლის კრიტიკის და ლამის გინების საგანი გახდა, დამნაშავე ჩვენც ვართ.

პრემიერის მიერ პროცესების სწორმა წარმართვამ, საკმაოდ ასწია ხელისუფლების რეიტინგი, რომელიც არცთუ სახარბიელოდ გამოიყურებოდა სულ ცოტა ხნის წინ, თუ აისახება ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე?

- ჯერ პროცესიც არ არის დამთავრებული, წკიპზეა. თუ ვერ მოხერხდა კორონავირუსის პრობლემის დატოვება იმავე კალაპოტში, რაც აქამდე იყო და გამოიწვია ის სიტუაცია, რაც ევროპის ქვეყნებში არის, მაშინ წინა წარმატება გადაფარული იქნება წარუმატებლობით. ოღონდ, ამ შემთხვევაში უკვე წამყვანი ოპოზიცია ერთნაირად დაარტყამს როგორც ხელისუფლებას, ასევე ეკლესიას. ფაქტიურად, ეკლესია ამ თავისი ნაბიჯებით და გაჯიუტებით, აძლიერებს ოპოზიციას, რომელიც ისევ მას შეუბრუნდება და ეს ყველსათვის ცუდი სცენარის ერთი ვერსია იქნება. თუ დადებითი სცენარით წარიმართა ყველაფერი, მაშინ პირადად გახარია და „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი ხარისხით გადაუსწრებს პოლიტიკურ სურათში თავს ოპონენტებს.

ანუ, ერთგვარი წინასაარჩვენო კამპანიის დატვირთვა აქვს უკვე ამ პროცესებს..

- ყველა მოვლენას აქვს პოლიტიკური დატვირთვა, ეს ბოლო მოვლენა პოლიტიკური საერთოდ არ არის, მაგრამ აქვს პოლიტიკური დატვირთვა.

ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დგება პიკის გადავლის შემდეგ, ეს არის ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც შეიქმნება მთელს მსოფლიოში და სამწუხაროდ, ვერც ჩვენ ავცდებით. ამიტომ, ხელისუფლება ხომ არ აგვიანებს პოსტ-კრიზისული გეგმის შემუშავებას, რომელზეც უკვე ოპოზიცია კარგა ხანია საუბრობს?

- მე იმისი თქმაც მიჭირს, რაზე უნდა აიგოს ეს გეგმა. გეგმა ხომ დროში უნდა იყოს გაწერილი, უახლოეს მომავალში, არათუ ჩვენ რა მდგომარეობაში ვიქნებით, ჩვენი პარტნიორები რა მდგომარეობაში იქნებიან ის არ ვიცით. დაგეგმილი ჰქონდა პუტინს 9 მაისის პარადი, როგორიც პუტინია, იმაზე უფრო მიზანსწრაფული ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ კორონა ვირუსმა აიძულა ამაზე უარის თქმა. ანუ, რა პროცესებში აღმოვჩნდებით ჩართული, ჩვენ არ ვიცით. ჩვენი მომხრე და ნომერი პირველი პარტნიორია ამერიკა, მაგრამ მასაც თავისი გასჭირვებია ამ სიტუაციაში და ჩვენ რას უნდა ველოდოთ, თუმც მაინც გვეხმარება. დავინახეთ რამხელა დახმარებას შეგვპირდნენ უკვე. ასე რომ, ბევრი რამ არის დამოკიდებული ამ დახმარებაზე, რომ ეკონომიკური ტვირთი შედარებით უფრო მსუბუქი იყოს, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გამოვალთ ამ სიტუაციებიდან. თუ ვერ მოვუარეთ ამ კრიზისს, ამას მსხვერპლად შეეწირება არა მარტო ადამიანთა სიცოცხლე, არა მარტო ქართული წარმოება და ეკონომიკა, არა მარტო ქართული პოლიტიკა, არამედ შეეწირება ქართული ეკონომიკური დახმარებები. იმიტომ რომ, შენ გეხმარებიან როგორც კორონავირუსთან მებრძოლ წარმატებულ ქვეყანას და თუ ეს იმედი არ გაამართლე, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს დახმარებები შემცირდება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხომ არ შეიცვლება არჩევნების თარიღი?

- ალბათ, ესეც ძნელი სათქმელია იმიტომ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დინამიკას შეიძენს პროცესი. თუ დღევანდელი პირობების შენარჩუნება დაგვჭირდა დიდხანს, რა თქმა უნდა, საერთოდ უაზრო ხდება არჩევნებზე ლაპარაკი. თუ ნორმალურ ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც დავუბრუნდებით, მერე უკვე ერთ-ერთი პირველი, რაც გადაუდებლად იქნება გასაკეთებელი, იქნება არჩევნები იმისთვის, რომ კონსტიტუციიდან არ ამოვარდეს ქვეყანა.

 

trampi ვერ გავიგე........კი მაგრამ მაინც და მაინც აღდგომის ღამეს გადადის ეს ვირუსიიი??
მეორე დილით?
თუ მუცლის გვრემა ზოგ-ზოგებს მაინც და მაინც აღდომაზე დ სააღდგომო ლიტურგიაზე ააქვთ??
ან იქნებ ეს ვირუსი ღამ-ღამობით უფრო დიდი სიჩქარით გადადის?
მოკლედ თავიააანთ რებუსებში თვითონვე იბლანდებიან.....
თუ თქმა უნდათ და ტრაკი აქვთ კიდევ ბარემ პირდაპირა თქვან-- დაკეტეთ ეკლესიებიო და ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნება...
აი მერე ნახონ ვირუსებიც, ცუნამიც და ყველა უბედურება ერთად......(მაინც მოდის)
4 წლის უკან
Serapina ქრისტე აღსდგა!
ტრამპი როგორა ხარ?
ახლა ამ თემას რაც შეეხება... ზოგადად, ძალიან ვერიდები...
მოდით ახლა ორი, ქართველისათვის ჰაერივით აუცილებელი, სფერო შევადაროთ ერთმანეთს. განათლებისა და საეკლესიო სისტემები. მგონი, ამდენი ხნის მერე შევთანხმდით, რომ განათლებული, კარგი მომავლის მქონე ქართველი, არც შინ ჭირდება ხელისუფლებას და არც, გარეთ აინტერესებს დასავლეთს.
ნუ, გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ, ცხადია...
განათლების სისტემა მთლიანად გარედან იმართება,უაზრო ტრენინგებზე და ფოკუსებზე მუშაობს,სამწუხაროდ. აქ, თავად ქართველებს ნაკლები მექანიზმი გვაქვს რომ ქვეყნის სასარგებლოდ რეფორმები განვახორციელოთ...
მაგრამ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაში რომ რეფორმებია განსახორციელებელი ამაზე პასუხი ვის მოეთხოვება?
საქმე იმაშია რომ, ვიღაცას სულაც არ აწყობს ეკლესიის რეფორმა და იქ, კეთილსინდისიერად მომსახურე მორწმუნე ადამიანები, რომლთაც განსაზღვრული ხელფასი უნდა ჰქონეთ... რადგან, ისინიც ადამიანები არიან. ეს, ეკლესიას სახეს შეუნარჩუნებდა და თეა თუთბერიძის, ჯულიეტოვნას და მსგავს ჯოჯო-ეშმაკებს
(ლომჯარია არ გამომრჩეს ამ "საპატიო სიაში"...), ნაკლები სალაპარაკო ექნებოდათ.
არა, რატომღაც ვიღაცას ძალიან ჭირდება მოუწესრიგებელი ეკლესია და სასპეკულაციო თემები, რომ ქვეყანა წინ არ წავიდეს.
ამიტომ ვერ ვიჯერებ ვერც იმას, რომ ვინმე ქართველობას გვართმევს...
...და ვერც იმას, რომ ქართულ ეკლესიას ვინმე გამიზნულად ასუსტებს. ჩვენი პირადი პასუხისმგებლობაც, როგორც საზოგადოების, აქაც საკმაოდ დიდია და ეს , მარტო წირვა-ლოცვებზე სიარულით არ გამოიხატება, ასე მგონია.
4 წლის უკან
trampi გაგიმარჯოს სერაფინა
როგორ ვარ და .....დააახლოებით მიძინებულ მდგომარეობაში ,(გრუბად ორი წელი იქნება უკვე ---აქაც და ....ისეც)
აქ წერა უკვე მეზარება...... ბოლო ბოლო მივხვდი რომ უაზრობააა აქ წერა და ძველებურად ნერვების გლეჯა ....მხოლოდ ხანდისხან-ღა შემოვიჭყიტები ხოლმე..
ძველებიც მხოლოდ აქა-იქ ჩანან ხოლმე....მით უმეტეს რაც ეს საიტი გაამარიაჟეს........
კი,.... ინფორმაციული თავლსაზრისით უფრო კაი გახდა, მაგრამ საპოლემიკოოოოოოდ---- ძალიან არამოსახერხებელი, თანაც ძალიან....
შედეგიც შესაბამისია----გაქრა ხალხი... და წავედი მეც....
შენ ზემო პოსტს 99% ვეთანხმები........მხოლოდ პატარა ჩასწორება-----
ამბობ ,, ვიღაცას სულაც არ აწყობს ეკლესიის რეფორმა,,--ო.........მარტო ეგ არააა
რეფორმა წესით პატრიარქმა უნდა ჩაატაროს..... მაგას კიდევ აღარაააქვს მაგის გაკეთების რადიკალიზმი, დაგვიბერდა .... მით უმეტეს რომ არც ადრე იყო რადიკალური ქმედებებით გამორჩეული......
მოკლედ შიგნით არსებული ცუდი სიტუაციით კიდე ყველა არაკეთილსინდიერი სარგებლობს...
მიტომაცააა რომ უკვე გარეთ ჟონავს ყველაფერი..
.ისე .... ის რომ ახალი პატრიარქის გვეყოლება........................ნაკლებად მჯერა. ვეღარ მოვასწრებთ.......წამო სახლში
4 წლის უკან