კორონავირუსი: მოსავლის გადასარჩენად დასავლეთ ევროპა სეზონურ მუშებს აგროვებს

კორონავირუსი: მოსავლის გადასარჩენად დასავლეთ ევროპა სეზონურ მუშებს აგროვებს

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრმა ქვეყანამ ადამიანების გადაადგილება აკრძალა და საზღვრებიც ჩაკეტა. შედეგად, სხვებთან ერთად ფერმერებიც დაზარალდნენ, რადგან მოსავლის ასაღებად სეზონურ მუშების დახმარებას საჭიროებენ.

დასავლეთ ევროპელმა ფერმერებმაგამოსავალი  ნაწილობრივ იპოვნეს და სეზონური მუშები ჩარტერული რეისებით შეყავთ, ძირითადად რუმინეთიდან და ბულგარეთიდან. ასე მოიქცნენ, მაგალითად, გერმანელი ფერმერები, მათ მაგალითს კი ბრიტანელმა ფერმერებმაც მიბაძეს, რომლებიც ახლავე აცხადებენ, რომ აღმოსავლეთევროპელი გასტარბაიტერების გარეშე მთელი მოსავალი დაიღუპება.

უნდა აღინიშნოს, რომ მოსავლის ასაღებად ჩამოსული სეზონური მუშები რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

გერმანიის მიწა, ბადენ-ვუტრემბერგში კოვიდ19-ით რუმინელი მუშა გარდაიცვალა. მის ვინაობას არ ამხელენ, თუმცა „შპიგელის“ ინფორმაციით, როდესაც მას დაავადების სიმპტომები (ხველა) გამოუვლინდა, იგი სატაცურის მოსავლის აღებაზე მუშაობდა. როგორც ჩანს, იგი გერმანიაში დაინფიცირდა.

დამატებითი მუშახელი ესაჭიროება ყველა ფერმერს და კომპანიას, განსაკუთრებით ხილ-ბოსტნეულისა და ყურძნის მოსავლის აღების დროს.

გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რუმინელი და ბუგარელი სეზონური მუშები თავისთან ჩარტერული რეისებით ჩაყავს. ხუთშაბათს პირველი ასეთი რეისი ბრიტანეთში შესრულდა, როდესაც ლონდონის აეროპორტ სტანსტედში დაეშვა თვითფრინავი, რომლის ბორტზეც 150 რუმინელი მუშა იმყოფებოდა.

ასეთი რეისები, მინიმუმ, ივნისამდე გაგრძელდება.

სხვებთან ერთად რუმინელი მუშები კემბრიჯშირულ სასოფლო-სამეურნეო კომპანია G’s Fresh-საც შეყავს. კომპანიის მმართველი, დერეკ უილკინსონი ამბობს, რომ მის ბიზნესს სამ ათასამდე დროებითი მუშა ესაჭიროება მწვანე ხახვის - მაისში, შემდეგ კი მწვანე ბარდისა და პარკოსნების მოსავლის ასაღებად.

ფირმა მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან - ქალაქ იასას აეროპორტიდან გამოფრენილ რუმინელ გასტარბაიტერებს გამოფრენის წინ სიცხეს უზომავენ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, უკვე ბრიტანეთში, ხდება მათი მოთავსება კარანტინში.

ბრიტანეთის ფერმერთა პროფკავშირი (NFU) აცხადებს, რომ ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება 70 ათასი სეზონური მუშა. ბრიტანეთის ხელისუფლება და საქველმოქმედო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ დროებით სამუშაოებზე სტუდენტებთან ერთად ისინიც მოიზიდონ, ვინც კაფე-ბარებში და რესტორნებში მუშაობდა და ამჟამად უმუშევარია.

ინტერნეტ-მაძიებლები საველე სამუშაოების მსურველთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შესახებ იტყობინებიან. ვებ-გვერდ Totaljobs-ის ცნობით, დაინტერესებამ 300%-ით მოიმატა, ანუ ერთი კვირის განმავლობაში მსგავსი სამუშაოს შესახებ ინტერესი 50 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოხატა.

Indeed.co.uk იტყობინება, რომ 18 მარტიდან 1 აპრილამდე მათ საიტზე საველე სამუშაოებიადმი ინტერესის გამოხატვა 6000%-ით გაიზარდა.

თუმცა, ყველაფერი არც ასე მარტივია. როგორც საქველმოქმედო ორგანიზაცია Concordia-ში აცხადებენ, უკანასკნელ 10 დღეში დაინტერესება 36 ათასმა ადამიანმა გამოთქვა, გასაუბრება გაიარა 6 ათასმა, მათგან 9 ათასს შესთავაზეს სამუშაო, თუმცა კონტრაქტის პირობებს მხოლოდ 112 დათანხმდა.

რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ჩარტერული რეისების ორგანიზებას ახდენენ კერძო კომპანიები და არა ბრიტანეთის მთავრობა.

(მოამზადა ნიკა ასლანიძემ, For.ge)

 

 

dimpi გაგიპამპალათ ცივილიზებულმა დასავლეთმა? თქვენივე ხელით დაგანგრევინეს თუ რამე მეურნეობა გქონდათ, ვაზიც გაგაჩეხინეს, ნიორის კვოტაზე შეგსვეს და ეხლა იაფ მუშახელად გიყენებენ რომ თავიანთი მეურნეობების მოსავალი აიღონ...
4 წლის უკან
dimpi სადა ხართ ქართველებო? აღარ დარჩით?
4 წლის უკან
dimpi აღარაა საჭირო შაჰაბასები და მურვა ყრუები? თქვენივე ხელით სპობთ ერთმანეთს?
4 წლის უკან
dimpi აი საღოლ, განსხვავებული ყანწით შესმა არ დაგავიწყდეთ
4 წლის უკან
dimpi თუმცა იმ ქიმიას რაღას შესვამთ როცა თქვენივე ხელით გაგაჩეხინეს ვაზი
4 წლის უკან
dimpi აუუუ! აღარა ხართ? თ, ერთმანეთის კვლა-დაბეჩავებაში ხართ მანგრები?
4 წლის უკან
dimpi ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
ბმული
4 წლის უკან