საფეხბურთო გუნდ „ბარსელონაში” დიდი არეულობაა. კლუბი ბორდის ერთბაშად ექვსმა წევრმა და აქედან ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა.
ერთ-ერთი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ემილი როუსაუდი კი, მოქმედ პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბართომეუსა და სხვა მაღალჩინოსნებს დიდძალი თანხის მითვისებაში სდებს ბრალი.
როუსაუდის გარდა, თანამდებობა ენრიკე ტომბასმა, სილვიო ელიასმა, ჟოზე ფონტმა, მარია ტეიშიდორმა და ჟორდი კასტამილიამ დატოვა. „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის იანვარში გაიმართება, - ინფორმაციას ამის შესახებ Sportbusiness ავრცელებს.