"გლამურული ცხოვრება სამეფოზე მეტია?" წყვილის "განქორწინების" შესახებ გავრცელებული ჯერჯერობით დაუდასტურებელი ტაბლოიდური ინფორმაცია!

რამდენიმე დღის წინ Gossip Cop-მა გაავრცელა ერთ-ერთი ტაბლოიდის მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაცია, სადაც მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის შესაძლო განწორწინებაზეა საუბარი, თუმცა მთავარი წყარო და ინფორმაციის სიზუსტე ოფიციალურად დადასტურებული არაა.

Woman’s Day-ის კვირის მთავარი სათაური სწორედ ყოფილი სამეფო ოჯახის წევრების ურთიერთობაა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკაში მყოფმა წყვილმა დიდი ბრიტანეთი იმიტომ დატოვა და სამეფო ცხოვრებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ მეგანს სამსახიობო კარიერის დაბრუნება და კვლავ გლამურული ცხოვრებით ცხოვრება სურდა.“insider”-მა ტაბლოიდთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათთვის დაუჯერებელია, რომ "მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი უბრალოდ დამოუკიდებელი ცხოვრებაა და რომ ამხელა რისკზე ადამიანები უბრალოდ არ მიდიან."

როგორც აღვნიშნეთ, ტაბლოიდები არც წყაროს ვინაობას ასახელებენ და არც ინფორმაციის სისწორეს ადასტურებენ, თუმცა, ერთი რამ ფაქტია, ყოფილი სამეფო ოჯახის წყვილის ურთიერთობა როგორც ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განხილვის საგანია.