საქართველოს სტრატეგიული ობიექტები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გაიყიდა

საქართველოს სტრატეგიული ობიექტები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გაიყიდა

მექსიკის 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კარლოს სალინას დე გორტარიმ გაიმარჯვა. მან საყოველთაო პრივატიზაცია გამოაცხადა და სახელმწიფოს ხელში არსებული ქონება (ტელესაკომუნიკაციო საშუალებები, რკინიგზა, ფოლადის ქარხნები, აეროპორტები, მეურნეობები...) კორპორაციებს მიჰყიდა.  სუბსიდიებიც, რომლებიც საკვებზე დაბალ ფასებს უზრუნველყოფდნენ, გაუქმდა. აღნიშნული აქტივები ჩალის ფასად გაიყიდა. 1987 წელს, ფორბსის მიხედვით, მექსიკას მხოლოდ ერთი მილიარდერი ჰყავდა, 1994 წელს კი უკვე 24 ...

ტერმინი „სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი“ 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ გააუქმა და „განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის ქონება“ უწოდა. საქართველოს სტრატეგიული ობიექტები ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გაიყიდა. ობიექტების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე არ იქნა გათვალისწინებული არსებული საფრთხე, ხშირ შემთხვევაში მყიდველებად მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნები მოგვევლინენ. მათი მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ზრდა ჩვენს ქვეყანაზე.

2008 წლისხელისუფლებისანტისახელმწიფოებრივიქმედებისშედეგადპრივატიზაციასდაექვემდებარა:

  • რკინიგზისლიანდაგი და მასთან დაკავშირებული სიგნალიზაციის, ტელეკომუნიკაციის დისპეტჩერიზაციის და ენერგომომარაგების სისტემები;
  • წყალმომარაგების სისტემების სათავე ნაგებობები, წყალსადენის სატუმბავისადგურები და მაგისტრალური მილსადენები, საკანალიზაციო სისტემების მაგისტრალური კოლექტორები და რეგიონული გამწმენდი სადგურები; 
  • სატელევიზიო და რადიო- მაუწყებლობის პირველი არხის ტექნიკური საშუალებები და საანტენო - საფიდერო მოწყობილობები (ტელერადიოანძა); 
  • სამთავრობო კავშირის ტექნიკური საშუალებები;
  • აკვატორია; 
  • სახელმწიფო რეზერვის სისტემაში არსებული ობიექტების სამობილიზაციო მარაგი, სახელმწიფო რეზერვი, ძვირფასი ლითონების მარაგი; 
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები; 
  • დამტკიცებულ ნუსხაში შემავალი სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები;
  • სახელმწიფო ორგანოთა ადმინისტრაციული შენობები;
  • სახელმწიფო სასაფლაოები;საფოსტო კავშირი; 
  • ნავსადგურების ნავმისადგომები;
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობანი; 

საპრივატიზაციოდ აკრძალული სახელმწიფო ქონების ნუსხაში დარჩა დანარჩენი ე.წ. ”სტრატეგიული ობიექტები”, მათ შორის გაზის მაგისტრალური მილსადენი, საავტომობილო გზები, წიაღისეული, საჰაერო სივრცე... თუმცა ეს „შეცდომა“ ხელისუფლებამ 2008 წლის აპრილში გამოასწორა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხა დაამტკიცა. სიაში შევიდა მხოლოდ:

  1. სენაკის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი;
  2. მარნეულის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.
  3. ფოთის ახალი (სამხედრო) ნავსადგური (ნავმისადგომი, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქნიშნები, აკვატორია).
  4. ფოთის საზღვაო ნავსადგურის შუქურა, შუქნიშნები და აკვატორია.
  5. ბათუმის საზღვაო ნავსადგურის შუქურა, შუქნიშნები და აკვატორია.

მანამდე, 2007 წელს პარლამენტმა კანონში ცვლილებები შეიტანა და წყლის სისტემები სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოიღო.მაშინ, როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა "თბილისის წყალს"  25 მილიონი  ევრო გამოუყო, ეს კომპანია ჯერ კიდევ დედაქალაქის მერიის საკუთრება გახლდათ. საკანონმდებლო ცვლილების მიზანი  ვირჯინიისკუნძულებზე  რეგისტრირებული კომპანიის "მალტიპლექს ენერჯი ლიმიტედზე"  გასხვისება იყო. 2007 წლის 25 ივლისს  სახელმწიფომ "თბილისის წყალი", "ჟინვალჰესი", "მცხეთაწყალკანალი" და  "საქწყალკანალი" (მოგვიანებით "რუსთავწყალკანალიც") ერთდროულად გამოიტანა აუქციონზე... 

კახა ბენდუქიძემ ეკონომიკური განვითარების მინისტრობის დროს საპრივატიზაციოდ წარმოადგინა: სს “თბილავიამშენი“, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, “აზოტი“, “საქართველოს ელექტროკავშირი“, “საქგაზმშენი“, “ქართული ფილმი“, “რიონჰესი“, “შაორჰესი“, ნავთობის გაზები და სხვა. აჭარაში განლაგებული საპრივატიზაციო  სიაში მოხვდა ისეთი ობიექტები როგორებიცაა: გემთსაშენი ქარხანა, “ენერგოკომპანია“, მექანიკური ქარხანა, “მესხეთი“, “მედეა“, “ოაზისი“, “თანამგზავრი“, საკონსერვო ქარხანა და სხვა. ეს ობიექტები იმ სიის ერთი პატარა ნაწილია, რომელიც უნდა გაყიდულიყო სახელმწიფოს “წელიწადნახევრიანი პროგრამის“  ფარგლებში.

ასე აღმოჩნდა თბილისის აეროპორტი თურქული კომპანიის (2005 წელი), ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (2007 წელს), ბათუმის პორტი (49 წლიანი იჯარით) ყაზახური კომპანიის, წყალკანალი (2007 წელს) ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანის ხელში...

კორონავირუსმა ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების გარდა, „თავისუფალი ბაზრის“ მიდგომები სახელმწიფოსთვის მმართველობითი კუთხით პრობლემატური აღმოჩნდა, სწორედ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგად, დღეს სახელმწიფოს მნივნელოვანი ბერკეტები წართმეული აქვს.  2004 წლის 28–29 მაისს თბილისში გამართული ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმის ვიზიტის ფარგლებში, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კახაბერ ბენდუქიძე,  მაშინდელმა ხელისუფლებამ ეკონომიკის მინისტრობაზე დაითანხმა. ბენდუქიძის პირველი სიტყვები მინისტრის პოსტზე კი ასეთი გახლდათ: “მნიშვნელობა არა აქვს, ვინ შეისყიდის სახელმწიფო საწარმოებს – რუსი, ამერიკელი თუ სხვა ბიზნესმენი. მთავარია, რაც შეიძლება მეტი ფული მივიღოთ ამ ობიექტების პრივატიზაციიდან და რაც შეიძლება ძვირად გავყიდოთ ისინი“. თუმცა, ამ მახინჯი იდეოლოგიის მიზანი მხოლოდ გაყიდვა და ფულის შოვნა არ იყო. ეს თუნდაც იქიდან სჩანს, როდესაც 2004 წელს „მიწის მართვის დეპარტამენტი“ გააუქმეს. მას შემდეგ არ ვიცით თუ რამდენი ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო მიწა გაგვაჩნია, რამდენია კერძო და რამდენი სახელმწიფო საკუთრებაში. ასევე აღარ ვიცით მათი რაოდენობა კატეგორიების მიხედვით.

ნაციონალური მოძრაობის მიდგომები, სახელმწიფო მხოლოდ არბიტრისა და ხელშემწყობის ფუნქციით შემოფარგლულიყო, სავალალო აღმოჩნდა სახელმწიფოს როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და მმართველობის კუთხითაც. ბოლოს, მოდით ამერიკელი ეკონომისტ, ნობელის პრემიის ლაურეატს იოზეფ შტიგლიცი მოვუსმინოთ: „ნეოლიბერალური რწმენა, რომ საყოველთაო კეთილდღეობისკენ მიმავალ ყველაზე უტყუარ გზას თავისუფალი ბაზარი წარმოადგენს, დღეს ხელოვნურ სუნთქვაზეა და ეს ასეც უნდა იყოს. ლიბერალიზმისა და დემოკრატიის მიმართ ნდობის პარალელური ვარდნა, არც დამთხვევაა და არც უბრალო კორელაცია. ელიტები ირწმუნებოდნენ, რომ მათი დაპირებები სამეცნიერო ეკონომიკურ მოდელებსა და ფაქტებზე დაფუძნებულ კვლევებს ეფუძნებოდა. 40 წლის შემდეგ კი ციფრები შემდეგია: ზრდა შენელდა, ხოლო ამ ზრდის ნაყოფს ძირითადად მცირერიცხოვანი ზედა ფენა იღებს. მათი შემოსავლები, საფონდო ბაზრისა და საშუალო შემოსავლის სტაგნაციის პარალელურად იზრდებოდა და ქვედა ფენებზე არ ნაწილდებოდა.

ახლა ჩვენ ამ დიდი აფიორის პოლიტიკურ შედეგებს ვიმკით ელიტის, ეკონომიკური „მეცნიერების“, რომელზეც ნეოლიბერალიზმი იყო დაფუძნებული და კორუმპირებული პოლიტიკური სისტემისადმი უნდობლობის სახით“.

 

 

 

Katana . ძაღლის გუნებაზე დავდექი.
მეზობლებისა თუ სტრატეგიული მეგობრების მიერ ყურებით დაჭერილ ამ ჩვენს პატარა, დაწიაწებულ საქართველოს, ცხადია, იმის ზურგი არა აქვს, ხელშეკრულებები გააუქმოს და უკან დაიბრუნოს ეს ობიექტები... მაგრამ კარგი ინებოდა, ის მაინც გვცოდნოდა, ვინ დაეუფლა საქართველოს მთელ ქონებას, - როგორც თურქებზე დაწერეთ, დანარჩენზეც გეთქვათ, ვინ არიან მყიდველები!.. (მაგ., ამ ყველაფრიდან, რა ობიექტები გადავიდა რუსების ხელში?).
სასურველია, კომენტარი დაურთოთ ამ სტატიას და მიაწეროთ...
1 თვის უკან
ლაზი აქ აღწერილი მოვლენების შემდეგ რაიმე მნიშვნელოვნასდ შეიცვალა?
პრაქტიკულად ეკონომიკური პროცესები (ეკონომიკური პოლიტიკა ჯერაც არ ჩანს) იგივე მიმართულებით მიედინება.
ეკონომიკის სტრატეგიულ სფეროებზე, საერთოდ, მსჯელობა გაგიგონიათ?
მაგალითად საკონსერვო მრეწველობა არის თუ არა სტრატეგიული დარგი?
ქვეყანას, რომელიც ხილს მიაქვს და სულ ორი საკონსერვო ქარხანა გააჩნია, (მათ შორის არც ერთი დასავლეთ საქართველოში) ისინიც მხოლოდ უმნიშვნელო ოდენობის ხილს და ბოსტნეულს ამუშავებენ (თევზისა და ხორის კოსერვებს არც ერთი მათგანი არ აწარმოებს). სწორედ საკონსერვო მრეწველობის განადგურებაა ქართული სოფლების დაცლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იყო კიდეც ალბათ, ამ დარგის განადგურების მიზანი.
1 თვის უკან