ესპანეთის საფეხბურთო ლა ლიგის კლუბ „ესპანიოლში“ კორონავირუსის ეპიდემიაა. საშიში ვირუსით გუნდის რვა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის ორი წევრი დაინფიცირდა. ინფორმაციას ესპანური მედიას ავრცელებს.
ათივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თითოეულ შემთხვევაში ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაშია გუნდის მთავარი მწვრთნელი აბელარდო, რომელმაც განაცხადა, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მშობლები და 89 წლის ბაბუა უკვე რამდენიმე კვირაა, არ უნახავს.