აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში აფრთხილებდა თეთრ სახლს,ჩინეთიდან წამოსული მონაცემები კორონოვირუსის აფეთქების შესახებ ძლიერ იყო შემცირებული და Covid-19-ტან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავების პროცესში სხვა ქვეყნები ამ მონაცემებს არ უნდა დაყრდნობოდნენ, - ამის შესახებ ამერიკულ საინფორმაციო საშუალებებს ცსს-ს ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა კონფიდენციალურად აცნობეს. ნიუ-იორკ ტაიმსის მონაცემებით, თეთრი სახლის ზოგიერთი წარმომადგენელი ჩინეთიდან მიღებული ინფორმაციის მიმართ უკვე იანვრის ბოლოს იყო სკეპტიკურად განწყობილი და ამერიკული სპეცსამსახურის წარმომადგენლებს თხოვეს კიდეც, რომ მეტი ყურადღებით მოკიდებოდნენ ამ საკითხს.
ცსს-ს აგენტების თქმით, გარკვეული დროის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიაწოდეს ანგარიში, რომელშიც პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ ჩინეთიდან მიღებული მონაცემები სიმართლეს არ შეეფერება, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა მაშინ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიანიჭა.
რამდენიმე დღის წინ სააგენტო ბლუმბერგი წერდა, რომ მარტში გამართულ თეთრი სახლის ერთ-ერთ ყოველდღიურ ბრიფიგზე ტრამპმა განაცხადა, რომ Covid-19-ის შესახებ ჩინური მხარის მიერ მოწოდებული ციფრები ედმეტად ოპტიმისტურია, თუმცა ვაშინგტონი და პეკინი მუდმივად კონტაქტობენ და ყველაფერი კონტროლს ექვემდდებარება. „რაც შეეხება იმას, რამდენად ზუსტ ციფრებს გვაძლევენ... მე მაგათი მოანგარიშე არ ვარ“, - განაცხადა ტრამპმა.
ბოლო დროს ორი ქვეყნის ურთიერთობაში დათბობა შეინიშნებოდა და დიდი ყურადღება ექცეოდა სავაჭრო შეთანხმებას. ახლახანს აშშ-ს პრეზიდენტმა შეგვახსენა, რომ ჩინეთი მზად არის დახარჯოს $250 მილიონი ამერიკული საქონლის შესაძენად და მხარეები დაინტერესებულები არიან, რომ ეს შეთანხმება შედგეს.
თუმცა უკანასკნელი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აშშ-ში მკვეთრად გაუარესდა, 250 ათასი დადასტურებული ავადმყოფით და 6 ათასი გარდაცვლილით ქვეყანა პანდემიის ეპიცენტრად იქცა. ამის ფონზე, როგორც Washington Post წერს პეკინმა და ვაშინგტონმა ერთმანეთს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხეს.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია ახლა უკვე აცხადებს, რომ ჩინეთში დაავადებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ზუსტი ინფორმაციის ქონა, ასევე, ინფორმაცია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შესახებ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, მათ შორის ამერიკელებისთვისაც.
ჯერ-ჯერობით დაზვერვამ ვერ შეძლო უფრო ზუსტი მონაცემების შეგროვება, გარდა იმისა, რომ ჩინეთიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც ცსს-ს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ ჩინეთის ხელისუფლებას თავადაც არ აქვს წარმოდგენა უბედურების ჭეშმარიტ მასშტაბებზე.
აგენტები თვლიან, რომ ხუბეის პროვინციის ჩინოვნიკები, სადაც კორონავირუსის აფეთქება მოხდა, ასევე ჩინოვნიკები სხვა რეგიონებიდან, განგებ ამცირებდნენ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ამსახველ ციფრებს, რადგან ეშინოდათ, რომ დაისჯებოდნენ, თუ ცენტრი ჩათვლიდა, რომ მათ დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულეს. დაზვერვის წარმომადგენელთა თქმით, ასეთ დროს ყველაზე მსუბუქი სასჯელი თანამდებობიდან გათავისუფლებაა. ცენტრსა და რეგიონებს შორის ურთიერთობაში მონაცემების დამალვის პრაქტიკა ჩინეთის ავტორიტარულმა მმართველობამ ნორმად აქცია.
მაგრამ ობიექტური სურათის დადგენა შეუძლებელია არა მხოლოდ ამის გამო, არამედ იმიტომაც, რომ კრიზისის პირველი კვირების განმავლობაში არ არსებობდა ტესტირებისა და დოაგნოსყიკის ერთიანი სტანდარტები, Covid-19-ის სიმპტომების სიაც კი არ არსებობდა, რის გამოც კორონავირუსიანი უამრავ პაციენტს შეეძლო სხვა კატეგორიაში მოხვედრილიყო. ცსს-ში თვლიან, რომ მხოლოდ ქალაქ უხანში გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, აღმატებოდეს 5 ათასს, რაც, სულ ცოტა, ორჯერ აღემატება ოფიციალურ რიცხვს.
დღესდღეობით, ჩინეთიდან იუწყებიან, რომ ეპიდემიამ უკან დაიხია, ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს მკაცრი საკარანტინო ზომებისა და 60 მილიონი ადამიანის იზოლირების დამსახურებაა, თუმცა ამ ციფრების ნამდვილობაში ეჭვი მაინც ბევრს შეაქვს. მაგალითად, ჩინეთი არ ასახელებს სიმპტომების გარეშე ან არატიპიური სიმპტომებით აღრიცხული შემთხვევების სტატისტიკას, არადა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა 25%-ს დაავადება სწორედ ასე გადააქვს.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ო“ბრაიენმა გასულ ოთხშაბათს გამართულ პრს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რათა ჩინეთიდან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციას არ ენდონ, თუმცა ამ მომენტისთვის ჭეშმარიტი სურათის დადგენაც შეუძლებელია. „აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული ჩინური დეზინფორმაცია პანდემიის სტატისტიკის შესახებ არავის უკვირს, რადგან ამ ქვეყნიდან მიღებული იფიციალური ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში ტყუილი აღმოჩნდება ხოლმე“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“.
ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის მიუხედავად, არავის ეპარება ეჭვი, რომ ამერიკული სპეცსამსახურების პრიორიტეტების სიაში ჩინეთი ერთ-ერთ პირველ ადგილ იკავებს. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, საკუთარი აგენტების გარდა ცსს-ს ჩინეთში ასევე ინფორმატორთა დიდი ქსელი, გააჩნია, მათ შორის ქვეყნის მთავრობაშიც. ეს განსაკუთრებით ცხადი მას შემდეგ გახდა, რაც „ნიუ იორკ ტაიმსმა“ პირველწყაროდან სეიტყო, რომ ჩინეთში ამერიკის რამდენიმე აგენტი და ინფორმატორი გაქრა. მაშინ გამოცემას ცსს-ს ოთხმა ყოფილმა თანამშრომელმა მიმართა, რომლებმაც განაცხადეს, რომ 2010-2012 წლებში ჩინეთში მოკლეს ან დააპატიმრეს დაახლებით 20 ინფორმატორი, რითაც ამერიკელთა სადაზვერვო ოპერაციებს უდიდესი ზიანი მიადგა.
ექს-თანამშრომელთა თქმით, ჩინეთის მთავრობის აპარატიდან წამოსულმა საინფორმაციო ნაკადმა შემცირებ 2010 წელს დაიწყო, ხოლო 2011 წლიდან გაქრობა დაიწყეს აგენტებმა. ამ სიტუაციას ცსს დღემდე ათწლეულის ყველაზე დიდ მარცხად მიიჩნევს.
ერთი ვერსიის მიხედვით, ჩინელებმა ცსს-ს კომუნიკაციების სისტემაში შეაღწიეს და ჩინეთის ტერიტორიაზ მოქმედი აგენტების და ინფორმატორების გვარები შეიტყეს, მეორე ვერსიის თანახმად, 2010 წელს ჩინეთის კონტრდაზვრვამ ამერიკულ ქსელში „თხუნელა“ ჩანერგა. შესაძლოა, ორივე ეს ვერსია არის სიმართლე.
(მოამზადა ნიკა ასლანიძემ, For.ge)
ბმული