კატალონიის „ბარსელონას“ მცველი სამუელ უმტიტი მზადაა „ბლაუგრანა“ დატოვოს. ფრანგი ფეხბურთელი ჟერარ პიკესთან და კლემენ ლენგლესთან კონკურენციაში ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდება.
ამიტომ, უმტიტი ზაფხულში კლუბის შეცვლაზე ფიქრობს და მსურველებიც ბევრი ჰყავს. განსაკუთრებით ინგლისიდან. Daily Mail-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედი“, „არსენალი“ და „ჩელსი“ იწვევენ.
შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ დასახელებულა. უმტიტი „ბარსელონაში“ 2016 წლიდან თამაშობს და 114 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. მანამდე კი „ლიონის“ ღირსებას იცავდა.