პაატა იმნაძე: შეშფოთების საფუძველი ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს მთელ დედამიწაზე

პაატა იმნაძე: შეშფოთების საფუძველი ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს მთელ დედამიწაზე

შეშფოთების საფუძველი ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს მთელ დედამიწაზე, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსის" კითხვას, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას შეეხებოდა და ამის გამო როდის შეიძლება ველოდოთ პიკურ პერიოდს და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ის.

მისი თქმით, შეშფოთების საფუძველის გამო გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და გამკაცრდა ზომები.

„მოდი, პიკურ პერიოდზე ვილაპარაკოთ მას შემდეგ, რაც გვექნება დინამიკის შეფასების საშუალება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გვექნება ამაზე საუბარი. რაც შეეხება შეშფოთების საფუძველს, ჩვენ უკვე გვაქვს დიდი ხანია მთელ დედამიწაზე ხომ?! შეშფოების საფუძველი რომ იყო, ამიტომ გამოცხადდა ქვეყანაში საგანგებო მდოგმარეობა, ამიტომ გამკაცრდა ზომები, ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ შეშფოთების საფუძველი ნაკლები იყოს ხოლმე," - განაცხადა იმნაძემ.