მარსელის „ოლიმპიკის“ ყოფილი პრეზიდენტი პაპე დიუფი კორონავირუსით 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია სენეგალის ტელევიზიამ RTS-მა დაადასტურა.
პაპე დიუფის ჯანმრთელობის მდგომაროება ვირუსის გამო მძიმე იყო და დაკარიდან საფრანგეთის ქალაქ ნიცაში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ ფრენის შესრულებამდე ზღვისპირელთა ყოფილი ხელმძღვანელი გარდაიცვალა.
პაპე დიუფი „მარსელის“ პრეზიდენტი 2005-2009 წლებში იყო და დიდი წვლილი მიუძღვის, რომ 2010 წელს კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული 17-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.