„პაატა იმნაძის ქვეყნიდან გაძევების მიზანი იყო, ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობის შეჩერება“

„პაატა იმნაძის ქვეყნიდან გაძევების მიზანი იყო, ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობის შეჩერება“

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, რომელიც ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა, ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, და წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

ცენტრის მშენებლობა 2004 წელს აშშ–სა და საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების – „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ – საფუძველზე დაიწყო.

როგორც ქართულმა, ისე ამერიკულმა მხარეებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ცენტრი მხოლოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვას ემსახურება და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ პერიოდულად გავრცელებული ცნობები სრული სიცრუეა. ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის უსაფრთხოების ერთ–ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. რეგიონის ყველაზე მძლავრი ლაბორატორია და ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი ბიოლოგიური და სამედიცინო დაცვის თვალსაზრისით. ლუგარის ლაბორატორიას სწრაფად შეუძლია ბევრი საშიში ვირუსის და ბაქტერიის იდენტიფიცირება.

ლუგარის ლაბორატორიაში ინახება საქართველოში ბოლო 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ყველა საშიში პათოგენი, რომლებიც ტერორისტების ხელში, შესაძლოა, საშიშ იარაღად იქცეს, როგორც ეს, მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მოხდა, როდესაც ამერიკელ პოლიტიკოსებს ციმბირის წყლულის სპორების შემცველი წერილები დაეგზავნა.

ამ უნიკალური ლაბორატორიის მშენებლობა ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებით დაიწყო. მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, შევარდნაძემ გადაწყვეტილება არ შეცვალა. რუსები წინააღმდეგი იყვნენ, როგორც ნავთობსადენის, ასევე წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაზეც, რის გამოც 1998 წელს შევარდნაძე ტერორისტული აქტის სამიზნე გახდა.

დღეს კი, საქართველოს ექს–პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორია მისი იდეით აშენდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ლუგარი მისი მეგობარი იყო და ლაბორატორიის საკითხი, ვაშინგტონში, ერთ–ერთ წვეულებაზე გადაწყდა. მისივე განმარტებით, ლუგარი მაშინ მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან. სააკაშვილის ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორია არის „კლასიკური მაგალითი“ რუსული პროპაგანდის და „ქოცების ტყუილების, რომლებმაც ვერ ააღებინეს ხელი მეგობრების დახმარებით საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმის გაკეთებაზე“.

როდის დაიწყო ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა საქართველოში, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას ესაუბრა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ინიციატივით აშენდა ლუგარის ლაბორატორია. თქვენი რა ინიფორმაცია გაქვთ, როდის გადაწყდა ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა და ვინ იყო მისი ინიციატორი?

ირაკლი გოგავა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბირთვული იარაღი, ბირთვული ტექნოლოგიები, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ტექნოლოგიები ახალი სახელმწიფოების ხელში აღმოჩნდა, მათ შორის საქართველოსაც ჰქონდა: მცხეთის ბირთვული რეაქტორი, ბაქტერიოფაგი, იზოტოპების კველევითი ინსტიტუი, ფიზიკის ინსტიტუტი და ა.შ. პენტაგონის მოთხოვნით, 1991 წელს აშშ–ში შეიქმნა პროგრამა, რომლის მიზანი იყო ამ ტექნოლოგიების ამოღება და კონტროლი. ამ პროგრამას სათავეში ჩაუდგნენ ამერიკელი სენატორები რიჩარდ ლუგარი და სამუელ ნანი.

„ნანი–ლუგარის“ პროგრამით 9 მილირადი დაიხარჯა 1991–2012 წლებში და შედეგად უკრაინამ, ყაზახეთმა, ბელარუსმა, უზბეკეთმა, საქართველომ უარი თქვეს ბირთვულ ტექნოლოგიებზე და მასალებზე. 1997 წელს ხელი მოეწერა საქართველოს და აშშ–ს შორის „მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ შეთანხმებას.

ამ შეთანხმების მიხედვით, საქართველომ უარი თქვა ბირთვულ ტექნოლოგიებზე, საბოლოოდ დახურა მცხეთის ატომური რეაქტორი, საიდანაც 1998 წელს გამდიდრებული ურანი შოტლანდიაში გაიტანეს. სანაცვლოდ საქართველომ მიიღო აშშ–სგან სამხედრო დახმარება „წვრთნის და აღჭურვის პროგრამა“, მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, ფინანსური დახმარება, აშშ–ს მხარდაჭერა მილსადენების პროექტებზე და რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის გადაწყვეტილება, რომელსაც ეუთოს სტამბოლის სამიტზე 1998 წელს ხელი მოეწერა.

ეს იყო კომპლექსური შეთანხმება და ნახსენები ხელშეკრულებაც ამის ნაწილი იყო.

ბირთვულ ტექნოლოგიას დღეს მსოფლიოში სულ 9 სახელმწიფო ფლობს და 1998 წლამდე საქართველოსაც ჰქონდა. მართალია, ბირთული იარაღი არ გაგვაჩნდა, მაგრამ მისი მიღება შეგვეძლო, თუ ძალიან მოვინდომებდით და რესურსები გვექნებოდა.

მცხეთის ატომური რეაქტორის წამყვანი ფიზიკოსი, ინჟინერი ალეკო ინაშვილი ჩემი ბიძაშვილი იყო  – უზომოდ განათლებული ადამიანი. მახსოვს, პირველკურსელი სტუდენტი ვიყავი და 1991 წელს ვკითხე, თუ შეგვეძლო ბირთვული იარაღის შექმნა. მან მიპასუხა, რომ ძალიან ძვირი ჯდება, ბევრი ცენტრიფუგა სჭირდებაო, მაგრამ ტექნოლოგიურ პროცესი ვიცით და კი, ჩვენი ძალებით შეგვიძლია, თუ საჭირო რაოდენობის ურანი გვექნებაო.

გამოდის, რომ მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელსაც ჩვენ დღეს ლუგარის ლაბორატორიას ვუწოდებთ, 1997 წელს შეთანხმდა?

– დიახ, ეს ამერიკული მხარის ვალდებულება იყო, რომელიც ამ შეთანხმებით აიღეს. მსგავსი ვალდებულება უკრაინის მიმართაც ჰქონდათ, რამდენადაც ვიცი და იქაც გააკეთეს ლაბორატორიები.

ლუგარის ლაბორატორია როდის აშენდა?

– სამშენებლო პროექტი მზადდებოდა შევარდნაძის დროს, საკუთრივ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2004 წელს, დასრულდა 2012 წელს და ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორია მისი აშენებულია, რატომ ამბობს ამას, თუ შეთანხმება 1997 წელს მოხდა?

– საქართველოს შემთხვევითი პრეზიდენტი სააკაშვილი ყველაზე დიდი ქოსატყუილაა, ვინც ცხოვრებაში გამიცვნია. სააკაშვილის ყოველი 10 საჯარო ნათქვამიდან, მინიმუმ, 8 არის ტყუილი. 80%–იანი შედეგი აქვს. სააკაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ტყუილების ომახიანად თქმის სახეობაში. ცხადია, იტყუება ლუგარის ლაბორატორიის შემთხვევაშიც. ეგ რუსული ბაზების გაყვანასაც იბრალებდა, რომელზეც შეთანხმება 1998 წელს ეუთოს სტამბოლის სამიტზე მოხდა; იბრალებდა გაზსადენების პროექტებს; ბაგრატის ტაძრის და კიდევ 600 ეკლესიის აშენებას და, საერთოდ, საქართველო მან დააფუძნა.

დღეს უკრაინელებს „აბოლებს“, რომ მის დროს საქართველოში ექიმებს საშუალო ხელფასი თვეში $5000 ჰქონდათ და 140 საავადმყოფო ააშენა. ამ დღეებში უკრაინელებს ტელევიზიით უყვებოდა, როგორ ეფექტურად დაძლია 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის და ომის შედეგები, რომ ვარდნა მსოფლიოში ყველაზე დაბალი იყო თურმე. ის კი არ თქვა, რომ ქვეყანას მილიარდიანი ზარალი მიაყენა თავისი ავანტურით და $3 მილიარდი ვალი აიღო, რომელსაც დღემდე ვიხდით. და კიდევ რამდენი ტყუილი?! „ვინ მოსთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვალვები“!

ამ დღეებში ლუგარის ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე ამბობდა, რომ სააკაშვილმა ხელი ვერ ახლო, რადგან აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ენდი ვებერის ძმაკაცი ვიყავიო“, რასთან გვაქვს საქმე?

– იმედია, ეპიდემიის დასრულების შემდეგ ბატონი პაატა ეტყვის საზოგადოებას თავის სათქმელს. ეხლა ამის დრო არ არის, მას ბევრი საქმე აქვს და მის მუშაობაზე ბევრად არის დამოკიდებული მთელი ქვეყანა. თუმცა გავრცელდა ვიცე–პოლკოვნიკ ედუარდ ჯიშკარიანის განცხადება, სადას ის ამბობს, რომ 2009 წელს სააკაშვილის ხელისუფლება იმნაძეს აიძულებდა დაეტოვებინა საქართველო და მხოლოდ პენტაგონის და თეთრი სახლის ჩარევის შემდეგ დაანებეს თავი. პაატა იმნაძის ქვეყნიდან გაძევების მიზანი იყო ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობის შეჩერება და გაურკვეველი დროით გადადება. გაჩნდა ინფორმაცია, რომ პაატა იმნაძე დაკავებულიც კი ყავდათ.

რატომ იყო საჭირო ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობის შეჩერება?

– რუსეთი ეჭვის თვალით უყურებდა ამ პროექტს და, ალბათ, რუსეთის მოთხოვნა იყო.

2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთი წლისთავზე სააკაშვილი რატომ შეასრულებდა რუსეთის მოთხოვნას?

– სააკაშვილი რუსეთთან დიდი ხანი თანამშრომლობდა. ის ყველასთან თანამშრომლობდა, ვინც მას ფულს მისცემდა და დაეხმარებოდა ხელისუფლების მიტაცებაში. 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებაში მას რუსეთიც დაეხმარა. 2006 წლამდე ისინი მოკავშირეები იყვნენ და აჭარაც მისცეს, თუმცა შემდეგ სააკაშვილმა გადააგდო პუტინი და დაიწყო ქიშპი, ქართველების დეპორტაცია და ქართული პროდუქციის აკრძალვა რუსეთში.

2008 წლის ომის შემდეგ დღემდე, სააკაშვილის მთავარი შიში არის ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო, სადაც აგვისტოს ომის საკითხის გამოძიება დღემდე მიდის. მას სჭირდებოდა და სჭირდება, რომ რუსეთმა კატეგორიულად არ მოითხოვოს მისი, როგორც ომის დამნაშავედ გამოცხადება, რასაც თავიდან პუტინი ითხოვდა, თუმცა შემდეგ აღარ ახსენებს ამ საკითხს.

 

 

 

 

 

 

 

Katana . ძალიან საჭირო, დროული და თემის ამომწურავი ინტერვიუა.
აი, სააკაშვილმა კი ნამდვილად მოხსნა ცრუპენტელობის ყველა რეკორდი!..
მაგრამ რა გინდა, - ათიათასობით ადამიანს (ქართველებს ვგულისხმობ) ეჭვმიუტანლად სჯერა ყველაფერი, რასაც მისგან ისმენს!..
განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკაში მცხოვრებ ჩვენს ემიგრანტებში! - პირდაპირ ხატად და საფიცრად ჰყავთ!..
(აღარაფერს ვამბობ მისგან დაბოლილ უკრაინელებზე, რომლებიც მისი ინტერვიუების შემდეგ ერთსულოვნად მოითხოვენ თავიანთ კომენტარებში - დასვით ეს კაცი უკრაინის პრემიერმინისტრად და ნახავთ, როგორ ამოქაჩავს ქვეყანას ერთ წელიწადშიო!..).
1 თვის უკან
trampi რა გინდა რაააა......... აააქვს დაბოლების უნარი
მამენტებში დაჟე ოსტაპ ბენდერსაც კი უჯოკრავს
ჰოოდა ვისაც უნდა კი უჯერებს მიხოს.....
1 თვის უკან
xxx ედუარდი, რომ არა რა გვეშველებოდა. ისე არ ჯობდა ისევ ის იყოს ცოცხალი, დენი გრაფიკით (ცოტას დავხარჯავდით და მთავრობის დახმარება არ დაგვჭირდებოდა), პენსია გაყინული (11 ლარი) და ა. შ. ისე ჯაბაც, რომ იყოს ცოცხალი ბლოკ-პოსტების მოწყობაში დაგვეხმარებოდა. იცით ახლა ამ ექსპერტის მონაყოლი რას ჰგავს. ბერიას დროს ხომ ბევრი რამ აშენდა თბილისში, მაგალითად სანაპირო მის დროს მოეწყოო ამბობს ის ხალხი ვინ იცის ეს ამბავი. რადგან ბერია ხალხს ხვრეტდა, ბევრი დანასაული აქვს ცადენილი ამიტომ ახლა უნდა ამოვძებნოთ სადმე ძველ ხელნაწერებში, რომ თბილისის სანაპიროებისა და სხვა მნიშვნელოვანი მშენებლობების (რომელიც ლავრენტი ბერიას დროს გაკეთდა) პროექტები და ხარჯთაღრიცხვები ვახტანგ მეექვსის დროს ყოფილა შედგენილი, მშენებლობაც გადაწყვეტილი, მაგრამ ვერ მოასწრო ვახტანგ მეექვსემ იმიტომ, რომ რუსეთში გადაბარგდა და ვეღარ დაბრუნდა, ეს უნდა დავასაბუთოთ ლავრენტი ბერიას სიზულვილის გამო. სირცხვილია ხალხო ისტორიის ასეთი გაყალბება, სირცხვილი. არც მიშას სიძულვილს მოაქვს სიკეთე და არც სიყვარულს. რეალობას უნდა დანახვა.
1 თვის უკან
Katana .
xxx: "სირცხვილია ხალხო ისტორიის ასეთი გაყალბება, სირცხვილი. არც მიშას სიძულვილს მოაქვს სიკეთე და არც სიყვარულს. რეალობას უნდა დანახვა."
?
კერძოდ, რა არის გაყალბებული და როგორია ეს ' რ ე ა ლ ო ბ ა' ?
ამირან გამყრელიძე:
"1997 წელს ბილ კლინტონმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი დიდ შეთანხმებას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კუთხით.
2002 წელს დავით თევზაძემ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ მოაწერეს ხელი ამ პროექტის დაწყებას და ამაში მაშინდელი მთავრობის წევრებმაც შეიტანეს საკუთარი წვლილი.
ეს პროექტი 2003 წელს 30 მილიონით დაიწყო და მერე 350 მილიონამდე გაიზარდა დაფინანსება."
თქვენ თუ განსხვავებული, საყოველთაოდ ცნობილი ამ ფაქტების გამაბათილებელი ინფორმაცია გაქვთ - დადევით!
ხოლო, თუ ფაქტებს მნიშვნელობა არა აქვს თქვენთვის და გჯერათ მხოლოდ მიშასი (რომელიც, ერთხელ, ღრუბელ-ღრუბელ ემალებოდა რუსეთის საზენიტო არტილერიას და ამიტომ ვერ ჩამოაგდეს მისი თვითმფრინავი!), ესეც თქვენი უფლებაა... ოღონდ, ნუ გაუბრაზდებით იმ ადამიანებს, ვისთვისაც ხელმოწერილი დოკუმენტებია 'რ ე ა ლ ო ბ ა' და არა მიუნჰაუზენის ნაამბობი იმის შესახებ, როგორ დაფრინავდა ყუმბარაზე ამხედრებული.
1 თვის უკან