თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარის რუშტუ რეჩბერის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
46 წლის ექსფეხბურთელს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა და საავადმყოფოში მოათავსეს, ახლა კი, როგორც გაირკვა მისი ჯანმრთელობის მდგომაროება საგანგაშოა.
რუშტუ აშშ-ში მოგზაურობის შედეგად დაინფიცირდა და აღსანიშნავია, რომ თურქეთში დაბრუნებულს თვითიზოლაცია არ დაუცავს.