თბილისის საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ლევან კორღალიძე სოსო ფრუიძემ შეცვალა, რომელთანაც კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გაფორმდა.
ფრუიძემ სამწვრთნელო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ყველაზე დიდი დრო კი საჩხერის „ჩიხურაში“ გაატარა, სადაც 2008 წლიდან მუშაობდა და ეს კლუბი მხოლოდ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დატოვა.
კორღალიძის ხელმძღვანელობით “ლოკომოტივმა” სეზონი წარმატებულად დაიწყო და კრისტალბეთ ლიგას 6 ქულით ლიდერობდა, თუმცა ფეხბურთელებისთვის ხელფასის 70 პროცენტით შემცირების გამო მთავარ მწვრთნელს ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოუვიდა და თანამდებობა დატოვა.