კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ინგლისის პრემიერ ლიგა სავარაუდოდ ივლისში განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Footnall. london-ი ავრცელებს.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც წლევანდელი ჩემპიონატის დარჩენილი ცხრა ტურის შეხვედრები ივლისისში გაიმართება და სავარაუდოდ, თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
ინგლისის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო მარტის დასაწყისში შეწყდა. ამ დროისთვის 29-ე ტურის შემდეგ გათამაშების სატურნირო ცხრილში 82 ქულით „ლივერპული“ ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ 25 ქულით უსწრებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.