ბირმინგემის საფეხბურთო კლუბის „ასტონ ვილას“ კაპიტანმა ჯეკ გრილიშმა იზოლაციის წესები დაარღვია და სახლიდან გასვლის შემდეგ ავარიაში მოყვა. ამის შესახებ Sun-ი წერს.
გრილიშმა მთელი ღამე სტუმრად, თავის ნაცნობთან წვეულებაზე გაატარა, ავტოსაგზაო შემთხვევა კი დილის 8 საათზე მოხდა. ფეხბურთელის ავტომობილი „რენჯ როვერი“, რომლის ღირებულებაც 89 ათასი ევროა, პარკირებულ სამ მანქანას დაეჯახა. გრილიში დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს დაჰპირდა, რომ ზარალს სრულად აუნაზღაურებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, ჯეკ გრილიშმა ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.