მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში, ხელისუფლებამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დაავალა სამოქმედო გეგმა შეიმუშავონ და აქცენტი სოფლის მეურნეობასა და სტრატეგიულ მნიშვნელოვან დარგებზე გააკეთონ. მოდით განვიხილოთ, რას ნიშნავს სასურსათო უსაფრთხოება და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ქვეყნაში ამ კუთხით?
დღეს როდესაც „ურემი გადაბრუნდა“, ყველა სასურსათო უსაფრთხოების შექმნაზე საუბრობს. სანამ ურემი გადაბრუნდებოდა, წლებია, ხელისუფლებას სასურსათო ეკონომიკური უსაფრთხოების შექმნას მოვუწოდებდით, მაგრამ... სასურსათო უსაფრთხოება, ეს არის სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოსახლეობის სტაბილური უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის, სრულფასოვანი, უვნებელი და ხელმისაწვდომი სურსათით, ადგილობრივი რესურსების წარმოების ხარჯზე. ჩვენი ქვეყანა სურსათის იმპორტზეა ორიენტირებული, რაც უარყოფითად აისახა ეროვნული სასურსათო პროდუქციის წარმოებაზე, ვალუტის კურსზე, სოფელზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე და სხვა.
სახელმწიფო ეკონომიკაში თავისუფალი ბაზრის პრინციპებით მოქმედებდა და მოქმედებს, რამაც შედეგად მოიტანა ჩვენი ქვეყნის გაღარიბება. როგორც ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი იოზეფ შტიგლიცი ამბობდა: „შეძლებული ქვეყნები, რომლებიც ოფიციალურად თავისუფალ ვაჭრობას ქადაგებენ, უფრო ხშირად თავად იყენებენ საბაჟო გადასახადებსა და სუბვენციებს ღარიბი ქვეყნებიდან იმპორტის შესაზღუდად და ისინი ამით უარს ამბობენ ღარიბი ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობების რეალიზაციაზე, რაც მათ სიღატაკისაგან თავის დასაღწევად და ეკონომიკური ზრდისთვის ბიძგის მისაცემად სჭირდებათ“.
საქართველოში თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიის რეალიზება სათავეს სააკაშვილის ხელისუფლებიდან იღებს. 2004 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ გააუქმა „მიწის მართვის დეპარტამენტი“. მას შემდეგ ზუსტად აღარ ვიცით რამდენი და რა კატეგორიის მიწა გვაქვს და ვის ხელში რამდენია. დაგვიანებით, მაგრამ შარშან ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება „მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს“ შექმნის შესახებ, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება. კახა ბენდუქიძე, მაშინდელი ხელისუფლების გურუ, ამბობდა, რომ სოფლის მეურნეობა არაა კონკურენტუნარიანი, ამიტომ თუ გადარჩენა უწერია, თვითონ გადარჩეს, თუ დაიღუპება - არაა პრობლემა, სოფელში მცხოვრები მამაკაცები წავიდნენ სხვაგან შავ მუშებად, ქალები კი მეძავებად. საქართველოს ეკონომიკას მეურნეობა მძიმე ტვირთად აწევს, ამიტომ რაც ნაკლები გლეხი გვეყოლება მით ნაკლები თავის ტკივილი გვექნებაო.
არადა, საპირისპიროს გვეუბნებოდა ბრიტანელი ეკონომისტი, პროფესორი რობერტ უეიდი: „თავისუფალი ბაზრის პრინციპით, საქართველოსნაირი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეუძლებლიაო“. ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძე ამბობდა: „სანამ ჩვენ არ მოვახერხებთ ისე მოვაწყოთ საქმე, რომ მეტი ღირებულების საქონელი გავიტანოთ, ვიდრე შემოვიტანოთ, მანამდე ჩვენი ვალუტა იქნება სუსტი და დაცემული”. დღეს გახშირდა ტელეეკრანებიდან ძველი ხელისუფლების სახეებისგან მოსახლეობისა და მთავრობის დამოძღვრა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ნაციონალებს და სხვა მისგან ანასხლეტ პოლიტნაგავს, არანაირი უფლება არა აქვს ტელეეთერებიდან ჭკუა გვარიგოს, რადგან სწორედ ისინი ქადაგებდნენ ასეთ „თავისუფალ ბაზარს“, სწორედ მათ გამოაცხადეს ტურიზმი მთავარ სახელმწიფო პრიორიტეტად, 2004 წელს გააუქმეს "მიწის მართვის დეპარტამენტი" და კონსტიტუციაში ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვას ფაშიზმს უწოდებდნენ...
მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს სოფლის მეურნეობაში, რას რამდენს მოვიხმართ, რამდენს ვაწარმოებთ და რამდენი შემოგვაქვს იმპორტით.
ოფიციალური მონაცემებით წლის განმავლობაში: ხორბალს მოვიხმართ 700 ათას ტონას, ვაწარმოებთ 107 ათას ტონას, იმპორტი 643 ათასი ტონა. სიმინდს მოვიხმართ 270 ათას ტონას, ვაწარმოებთ 194 ათას ტონას, იმპორტი 80 ათასი ტონა. კარტოფილს მოვიხმართ 230 ათას ტონას, ვაწარმოებთ 238 ათას ტონას, იმპორტი 24 ათასი ტონა. ბოსტნეულს მოვიხმართ 220 ათასი ტონას, ვაწარმოებთ 142 ათას ტონას, იმპორტი 108 ათასი ტონა. მსხვილფეხა საქონლის ხორცს მოვიხმართ 30.5 ათასი ტონას, ვაწარმოებთ 22.9 ათას ტონას, იმპორტი 7.4 ათასი ტონა. ღორის ხორცს მოვიხმართ 40 ათას ტონას, ვაწარმოებთ 17.6 ათას ტონას, იმპორტი 22.8 ათასი ტონა. ფრინველის ხორცს მოვიხმართ 69 ათას ტონას, ვაწარმოებთ 22.6 ათას ტონას, იმპორტი 51.8 ათასი ტონა. რძე და რძის პროდუქტებს მოვიხმართ 683 ათას ტონას, ვაწარმოებთ 555 ათასი ტონას, იმპორტი 133 ათასი ტონა. კვერცხს მოვიხმართ 640 მილიონ კვერცხს, ვაწარმოებთ 635 მილიონს, იმპორტი 11 მილიონი. (შენიშვნა შეჯამებისას სხვაობა გამოწვეულია ან ექსპორტით, ან მარაგით)
აქვე გავეცნოთ დაახლოებით რა თანხები გადის ყოველწლიურად ქვეყნიდან პროდუქტების შესაძენად. 2019 წლის მონაცემებით შევიძინეთ 105.1 მილიონის ხორბალი (აშშ დოლარი); 4.8 მილიონის პურის ფქვილი; 2.4 მილიონის კარტოფილი; 50.4 მილიონის შაქარი; 44.5 მილიონის ხორცი (ფრინველის გარდა); 65.2 მილიონის ფრინველის ხორცი; 40.9 მილიონის თევზი (დაკონსერვებულის ჩათვლით); 15 მილიონის შეუსქელებელი რძე, კეფირი, იოგურტი; 21.3 მილიონის შესქელებული რძე, რძის ფხვნილი; 22.8 მილიონის კარაქი; 2.9 მილიონის კვერცხი; 43.4 მილიონის მცენარეული ზეთი; 23.4 მილიონის მარგარინი; ბოსტნეული 38.6 მილიონის ბოსტნეული; 66.1 მილიონის ხილი. ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ, 546 მილიონი დოლარი გამოდის, ანუ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გადის ქვეყნიდან და თან ეს არა არის სრული სია...
რაც შეეხება პირუტყვის და ფრინველის სულადობას, 2019 წლის ბოლოს გვყავდა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 864.1 ათასი, ღორი 141.7 ათასი, ცხვარი და თხა 740.8 ათასი, ფრინველი 9 079.8 ათასი ფრთა.
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან სასურსათო უსაფრთხოების კუთხით? დავიწყოთ იმით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანა ვართ რომელაც არ აქვს მიწის კოდექსი! აუცილებელია მიწის კოდექსის მიღება და რაც შეიძლება სწრაფად. ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს პოლიტიკა, უარი თქვას ზედმეტად თავისუფალ ბაზარზე და პროტექციონიზმის და პრეფერენციების მეშვეობით აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკაში. მხოლოდ ხელშეწყობა და პროექტების დაფინანსება ძველ სისტემაში დარჩენას ნიშნავს და რეალურ შედეგს ვერ მოიტანს.
შეიძლება, ხორბლის სამშობლო გერქვას, მსოფლიოში არსებული 23 ხორბლის ჯიშიდან 14 ქართული იყოს და ხორბლის რუსეთიდან ექსპორტზე ვიყოთ დამოკიდებული? ბიოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა ყველა კომპონენტი გაგვაჩნია ადამიანის კვებისთვის აუცილებელი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის საწარმოებლად. ახლა გაზაფხულია უნდა დაიხნას მიწები და შეიქმნას ფერმები. გეორგია ხომ მიწადმოქმედების გამო შეგვარქვეს?
ახალი ველოსიპედის გამოგონება არაა საჭირო. შეგვიძლია ისრაელის და ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის მაგალითებით ვიხელმძღვანელოთ. სასურსათო უსაფრთხოების გარდა, არ შეიძლება ვყოფილიყავით ფულადი გზავნილების და ტურიზმის იმედად, ჩვენ უნდა ვიყოთ მწარმოებელი და არა მომხმარებელი სახელმწიფო, სხვა შემთხვევაში ვიქნებით კოლონია. როგორც გერმანელი ეკონომისტი ფრიდრიხ ლისტი ამბობდა: „კოლონიის ტიპიური ნიშანი მასში მრეწველობის არარსებობაა“.
ასე იოლია ამ ყველაფრის კეთება?
თუ, ეს "სოფლის შენების" მაგვარია?
რა ეკონომიკა, რით უნდა აყვავდეს?
ზღაპარია ეს ყველაფერი.
არ გამოვა, არაოოო.
ჩვენ უკვე გავიარეთ "მოუბრუნებლობის წერტილი".
ყველაფერი რო გაწერილი გრაფიკით მიდის მაგასაც ხო ხედავ?? (ისე აქაურები ყველა ყველაფერს ხედავს და იციიან კიდეც)
მაგარააააამ................ მაგრაააააააააააააააააააააააააააამ ................................. ყველას და ყველაფრის დედაც ........ საქართველო მაინც საქართველო იქნება....
და ამ ამბის ------რომ საქართველო განუმეორებელი ქვეყანააა --მე ყოველთვის ძალიან ძალიან მჯეროდა და დღესაც ძალიან მჯერა
და რომ ამ დედამიწაზე ქართველები უამბოდ არა ვართ მოსულები
და ვისაც ამისი არ .გჯერააააათ................................ ყველას გაგატარებთ.........წადით და თავში ქვაც გიხლიათ ......
ნეტა ყველას ისე სჯეროდეს საქართველოს მომავლისა როგორც მე მჯერა .....
ერთი რამ მესალბუნება გულზე - იმათ ეხვნებათ დედა, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში საქმეს გვირევდა, ყოფიერებას გვიმწარებდა, არსებობას გვანანებდა.
სასოწარკვეთილი ადამიანივით ვარ - ვინც გამამწარა, იმის ბოლო დღეებს მოვესწარი და მერე რაც იქნება, ვნახოთ.
ჩვენ უფალი არ დაგვტოვებს, ხოლო ჩვენი მხირდან გადარჩენის ანი-ბანი კი გამოვიარეთ 90-იანებში და ამასაც გადავაგორებთ. ის, რომ ამ ახვრებთან ერთად ჩვენ ართი გზა არ გვაქვს, ესეც უფლის ნებით თითქმის გადაწყდა უკვე. იმათ ჩვენთვის აღარ სცალიათ.
ეს ჯერ კიდევ ჟურნალია, კინოც მალე იქნება.
ისეთი დღე შეიძლება დაუდგეთ, რომ ერთმანეთს დაერივნენ.
ახლა სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები -ვისთან ერთად ვართ და სადამდე?
ხუმრობ?
სადღაა თავისუფალი მიწები?
სალი კლდეებიღა დარჩა გაუყიდავი და ქვა-ღორღზე არაფერი არ იზრდება.
რისი ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს?
თუ დიქტატურაა და ნაციონალიზაცია, ყველა მიწის ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს, კოლექტიური მეურნეობები ჩამოყალიბდეს, მანქანა-ტრაქტორი სადგურები უნდა შეიქმნეს, სტალინური МПЭ აღდგეს, ინდუსტრიალიზაცია უნდა დაიწყოს, ძველ პარტნიორებთან (ყოფილ სსრკ რესპუბლიკებთან) ხელშეკრულებები უნდა დაიდოს და როგორმე ძველი პლატფორმა აღდგეს, ნაწილობრივ მაინც.
ძველი კადრები უნდა წამოიწიოს წინ (სანამ კიდევ არიან ცოცხლები) და მათთან ახალგაზრდების მიმაგრებით უნდა მოხდეს ახალი კადრების აღზრდა-მომზადება ( ბმული სასწავლო დაწესებულებებში უნდა აღდგეს ძველი სასწავლო პროგრამები და ზოგადად სასწავლო პროცესი.
გჯერა, რომ ეს შეიძლება მოხდეს?
მე არა.
უფრო სწორედ - ვეღარ წავა.
ჯერ ერთი - თავისუფალი მიწები არ არის. ის ნახევარი ჰექტარი, ან 25 მეასედი, რომელიც ვიღაცას მისცეს და ვერ ამუშავებს, ტავისუფალიც რომ იყოს, ვერ წაართმევ, იმიტომ, რომ მის გარშემო ნახევარ-ნახევარი კიდევ 8 ნაკვეთია და იქიდან ნახევარი მუშავდება. რომც წაიღოს სახელმწიფომ ჩემი ნახევარი ჰექტარი, ვერაფერში ვერ გამოიყენებს. არ აქვს აზრი წართმევას, თუ რა თქმა უნდა მისი მეორედ გაყიდვა არ აქვს ჩაფიქრებული (როგორც დორბლიანი აკეთებდა).
მეორე - მაგალითად, შირაქში ძმებ შიოლაშვილებს 3000 ჰექტარი აქვთ საკუთრებაში გაფორმებული. გამოდის, რომ საწყალ კაცს, რომელსაც ნახევარი ჰექტარი ვერ დაუმუშავებია, უნდა წაართვა და 3000 ჰექტარი ვისაც აქვს, იმას დარჩება?
ეს ნორმალურია?
მე ქიზიყელი ვარ წარმპოშობით და ქიზიყში გაზრდილი. კარგად მახსოვს ბავშვობისას რა და როგორ კეთდებოდა. მახსოვს, რომ წელწადში 2 მოსავალს იღებდნენ კოლმეურნეობები - ჯერ ქერს ან ხორბალს, და მერე სასილოსე სიმინდი ესწრებოდა იმავე ნაკვეთზე.
ამას სამეცნეორო მიდგომა უნდა, აგრონომიული - რაც აღარ არის. ამას შქამ-ქიმიკატები უნდა, რომლის წარმოებაც აღარ არის, ამას განვითარებული სატრაქტორე მეურნეობა უნდა, რომელიც აღარ არის, ამას საელევატორო მეურნეობა უნდა, რომელიც 100%-ით აზერბაიჯანელებზეა გაყიდული, ამას სასალექციო მუშაობა უნდა, რომელიც საერთოდ აღარაა, ამას გამართული სამელიორაციო სისტემა უნდა, რომელიც 100%-ითაა მოშლილი, ამას დიდი ფული უნდა, როგორც ეს სსრკ-ში დაიწყო. სხვანაირად სასოფლო-სამეურნეო სისტემა დაემსგავსება პაკისტან-ინდოეთის დონეს, რომელიც ფართოდაა ატვირთული იუთუბზე და მხოლოდ გლეხების გამოსაკვებადა თუ გამოდგება და ისიც სეზონურად. ერთი ხე აღარ არის წარსაცავ ზოლებში, ისეა განადგურებული ყველაფერი. ყოველ შემოდგომაზე ნაკვეთების პატრონები თავის ნაკვეთებს წვავენ, რომ შემდგომ ხვნისას ხელი არ შეეშალოთ, იმის მაგივრად, რომ დარჩენილი ნამჯა შქამ-ქიმიკატების განადგურდეს და ამ საშემოდგომო ჭიაკოკონას საერთოდ შეეწიდა ქარსაცავი ზოლები და მთელი ფლორა, რაც ნაკვეთებში ბუდობს. სანადიროდ რომ წახვიდე, ერთ მწყერს ვეღარ ნახავ საჩვენებლად მაინც.
რა აღდგება?
ეს ყველაფერი?
ტრაქტორი 100 000 დოლარი ღირს, ტრაქტორის ერთი საბურავი 1000-1500 ლარი, ერთი კიტრი საკიარკა 2.5 ლარი. ერთ ჰექტარს 250-300 ლიტი საწვავი უნდა მოსახნავად. მერე უნდა დაითესოს და სათესლედ 300-350 კილო ხორბალია საჭირო ჰექტარზე და კიდევ 50-100 ლიტრი საწვავი, მერე კომბაინს უნდა 200-250 ლიტრი მოსავლის ასაღებად. საშუალოდ ჰაქტარზე 1000 ლარი უნდა სახნავ-სათესად. მოსავლის შენახვა მოსავლის მოცულობის 15% ღირს. რა რაღა რჩება გლეხს ამ შემთხვევაში?
ქიზიყში იტყვიან ხოლმე - შაბან-ყურბანა რჩება.
ჩემმა ევროპელებმა (კონკრეტულად გერმანელებმა... რომლებსაც ზომა-წონის განსაზღვრაში ბადალი არ ჰყავთ...) გადმორეკეთო!!!
(აი, ის გადმორეკეს რეკლამა,მგონი მაგთიკომის იყო გახსოვთ?)
ჰოდა, გადმორეკავენ.
ასე მარტივადაა საქმე!
ვის როგორ მოგვწონს,ამაზე კამათი და დიკუსიას ვინ დაგვიშლის... ამით გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
მე რომ ააარ მომწონს, ბევრჯერ დავწერე...თუ ვინმეს,ჩემი აზრი აინტერესებდა.
ბახმაროში გავიჭედე. ცივილიზაცია არ მომნატრებია!იმედია, ვირუსმა არ შეგაშინათ.... არ ვიცი, რაღაც უხილავი საქმეები მართლა ტრიალებს. ესეც გაივლის!
ბახმაროში საიდან? --გერმანია კაპუტ??
უხილავი საქმეები მართლა ტრიალებს, მართლა....ოღონდ სინამდვილეში ხილულია ეს ყველაფერი და აქაურებს თან კარგადა გვაქვს ნასწავლი
ვიირუსიიიიი???..........დუმბაძის ლექსი ხომ იცი...... ბებომ იმდენი მაშინა, მოვა და შეგჭამს ბუაო......
ზუსტად ისეა....... იქით ვაშინებ ბუას...
.................................................................
ლამის დილა ---საღამო კოსმოსში დაფრინავ--დასერნობენ და პირბადეები არა გვაააქვსო.......ვინ ჭამს ეხლა ამას?
ჩინეთმა ერთ კვირაში ერთი ქალაქი სავადმყოფოების კომპლექსი აააშენა და პირბადები ვერ გაუკეთებიათ??
ან რაა,...5 ცენტიანი პირბადე რაკეტაზე ძნელი გასაკეთებელიააა?...
აი თქვენ მერე ნახეთ ვირუსს რომ მორჩებიან მერე რეეები დაწყება..
ძაია იძახის იქნებ ერთმანეთს დაერიონო..... იქნებ კი არა, უნდა დაერიონ,,...ოღონდ წყნარ ოკიანეში, (სადაც ნატალიმ ასწავლათ), იქ ნამეტანი კაი ადგილია... მით უფრო რომ ჩინეთიც იქა ჰყავთ--- ჩვენ კი აქედან ყველას ჩესნად ვუბალეშიკებთ....
ეს ადამიანები, ჯერ ერთი დღიურ სარჩოზე არიან დამოკიდებული და მათ ოჯახებს ვინ არჩენს გასარკვევია და მეორე, მათი საქმიანობა ადამიანების თავშეყრასთან არ არის დაკავშირებული და მესამეც, მათი მომსახურება უმეტეს შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელია კარანტინის პირობებით ნებადართული საქმიანობების განხორციელებისათვის.
მაგალითად, ავტოტექმომსახურება და საოჯახო-სამეურნეო ინვენტარის პატარა მაღაზიები და სხვა, სადაც კარანტინის პირობების დაცვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.