“ხომ ხედავ რა დრო დაგვიდგაო, აწი უნდა განვასხვავოთ მღვდლები ერთმანეთისგან და უნდა ვუწოდოთ ასეო: მღვდელი და მორწმუნე მღვდელიო”

“ხომ ხედავ რა დრო დაგვიდგაო, აწი უნდა განვასხვავოთ მღვდლები ერთმანეთისგან და უნდა ვუწოდოთ ასეო: მღვდელი და მორწმუნე მღვდელიო”

ადვოკატი ედიშერ ქარჩავა სოციალურ ქსელში წერს:

„დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, რომ რომელიმე ჩემთვის ახლობელი სასულიერო პირისთვის გული არ მეტკინა,მაგრამ ჩავთვალე რომ ეს გულისტკივილი მაინც გაგიზიაროთ:

24 მარტს, საპატრიარქოში მიმდინარე მეუფეების შეკრების შემდგომ, ერთ-ერთმა ჩემთვის უაღრესად დასაფასებელმა მეუფემ მითხრა საჯაროდ, რომ “ხომ ხედავ რა დრო დაგვიდგაო, აწი უნდა განვასხვავოთ მღვდლები ერთმანეთისგან და უნდა ვუწოდოთ ასეო:

მღვდელი და მორწმუნე მღვდელიო.

რა უნდა ვთქვა იმ მღვდელზე, რომელიც ეტყვის მორწმუნე მრევლს რომ უფლის ტაძარში არ მოხვიდე და სახლში დარჩიო”...

მეც იმედს ვიტოვებ, რომ როგორც პეტრე მოციქულმა სამგზის უარყო ქრისტე მამლის ყივილამდე, მაგრამ დარჩენილი სიცოცხლე სინანულსა და ქრისტესადმი უსაზღვრო სიყვარულში გაატარა, ამასვე ვუსურვებდი მათ და ჩემს თავსაც, ქრისტესმიერი სიყვარულით“...