ლეგენდარული სტადიონი „მარაკანა“ რიო დე ჟანეიროში, რომელზეც საშინაო მატჩებს ბრაზილიის ნაკრები, „ფლამენგო“ და „ფლუმინენსე“ ატარებენ, კორონავირუსის პანდემიის გამო საველე ჰოსპიტლად გადააკეთეს - გვამცნობს CNN.
ამჟამად სტადიონი 78 ათას მაყურებელს იტევს (რეკონსტრუქციამდე 200 ათასზე მეტ გულშემატკივარს იტევდა). 1950 და 2014 წლებში იქ მსოფლიო ჩემპიონატების გადამწყვეტი მატჩები გაიმართა. 2016-ში კი ოლიმპიური თამაშები.
წყაროს ცნობით, საველე ჰოსპიტლებად ასევე სან პაულუს „პაკაემბუსა“ და ქვეყნის კიდევ 10 სტადიონს გადააკეთებენ.