კარანტინისას პატრონის მუდმივად სახლში ყოფნით ბედნიერმა ძაღლმა ქიცინისგან კუდი იღრძო

კარანტინისას პატრონის მუდმივად სახლში ყოფნით ბედნიერმა ძაღლმა ქიცინისგან კუდი იღრძო

ტაქსას ჯიშის ძაღლმა, რომელიც აღფრთოვანებული იყო პატრონის სახლში მუდმივად ყოფნით, ქიცინისგან კუდი იღრძო.

როგორც მისი პატრონი, ბრიტანელი ემა სმიტი Twitter-ზე წერს, ძაღლი იმდენად ბედნიერი იყო კარანტინის გამო ოჯახის ყველა წევრის სახლში ყოფნით, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩერებლად აქიცინა კუდი, თუმცა ამის შემდეგ კუდის ქიცინი შეწყვიტა.

პატრონმა ტაქსა ვეტერინართან წაიყვანა, სადაც ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლმა ქიცინისგან კუდი იღრძო.