მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთს საფრანგეთის, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვს და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ

მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთს საფრანგეთის, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვს და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი მათ ცენტრში იმყოფება, ერთი კი სხვა კლინიკაში.

მისივე თქმით, ყველა არის შემოტანილი, ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა.

ეზუგბაია ამბობს, რომ ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ეზუგბაიას განმარტებით, ახალი პაციენტებიდან ერთი არის საფრანგეთის ისტორიით, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვს.

„ახალი პაციენტებიდან ერთი არის საფრანგეთის ისტორიით და ორს ამერიკის ისტორია აქვს.ორი ინფექციურშია, ერთი სხვაგან. ყველა შემოტანილი, იმპორტირებული შემთთხვევაა.

ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან თავსდება, მათი ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ ყველა იყო თვითიზოლაციაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.