ლევან ადეიშვილი: ეს ნაკითხი მარა ტვინგადამწვარი ნეოლიბერალები მოერევიან ღმერთს?

ლევან ადეიშვილი: ეს ნაკითხი მარა ტვინგადამწვარი ნეოლიბერალები მოერევიან ღმერთს?

ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან ადეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„შევეცდები ავხსნა რატომ მიდის დღეს ეს გავეშებული ბრძოლა ეკლესიასთან.

იყო ეპოქები როცა სახელმწიფო ეკლესიის ხელითაც მართავდა ხალხს.

20 -საუკუნის ჭირმა ბოლშევიზმა რომელიც შეუდგა ახალი სეკულარული რელიგიის ჩამოყალიბებას მარქსის იდეებზე, გადაწყვიტა რომ ეკლესია ხელს უშლიდა პოლიტიკურად და კონკურენტი რელიგია საჭირო არ იყო! ის იყო მტერი ახალი ნათელი მომავლის და ახალი რელიგიის მაგვარი იდეოლოგიის!

ამიტომაც მთელი სიმხეცით დაიწყო ეკლესიების ნგრევა და რწმენასთან ბრძოლას!

მეოცე საუკუნის ბოლოსთვის ახალმა იდეოლოგიამ ნეოლიბერალიზმა რომელიც ფაქტიურად ნეობოლშევიზმია ეპიკურელობის და ჰედონიზმით ნაზავით ასეთივე მოტივებით დაიწყო ეკლესიასთან ბრძოლა მაგრამ ერთი დიდი განსხვავებით და მიზეზით. ეს იყო კაპიტალისტური და მისი ყველაზე არაადამიანური სახის ნეოლიბერალური კაპიტალიზმის მთავარი იდეა და მამოძრავებელი, მოგება და მეტის წარმოება გასაღება! ბოლშევიკების შემდგომი დათმობები და თანდათან წნეხის მოშვება ზუსტად ამ ეკონომიური მიზეზის თითქმის არარსებობის გამოც იყო მოტანილი!

კაპიტალისტის კოშმარი ესაა მოგების დაცემა ! მისი მთავარი მამოძრავებელი რეკლამა ესაა მოწოდება სულ მეტის ზედმეტების ყიდვაზე ! მეტის მოხმარება მეტის ჩახეთქვა ! აქედან სტიმულირება ფასეულობების რომელიც მხოლოდ სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პრიმატია!

ნეოეპიკურელობა და ნეოჰედონიზმი!! ისინი ჩააგონებენ მასებს რომ მეტის ყიდვა გართობა და ფუფუნება არის ცხოვრების მიზანი! რათა მეტი გაყიდონ და კიდე მეტად გამდიდრდეს ელიტა!

ამ დროს ეკლესია და ქრისტე რომელიც მოკრძალებულ ცხოვრებაზე ქადაგებს სხეულზე მეტად სულზე საუბრობს არის ყველაზე საშინელი ანტირეკლამა და ყველაზე საშიში კონკურენტი!!!

ის პირდაპირ მოუწოდებს ნაკლების შეძენას!! საშუალოთი დაკმაყოფილებას და სულზე ზრუნვას!

აი ესაა ის მთავარი და პოლიტიკურ შემადგენელზე მეტი ინსპირაცია გააფრთებით ებრძოლონ უფალს!

თუ ბოლშევიკებმა გამოაცხადეს ღმერთი არ არსებობს და ფიზიკურად მხეცურად მიუდგნენ განადგურებას.

ნეოლიბერალიზმი სივერაგეში წავიდა!!

მან დაიწყო ეკლესიის მოთვინიერება გარყვნა ! დაათმობინეს უამრავი რამ და შეტენეს ფასეულობების აღიარება რაც საფუძველშივე ეწინააღდეგება ქრისტეს!

ნელნელა გამოაცალეს ახალგაზრდობა და შეამცირეს მრევლი!

ეკლესია დასავლეთში სამუზეუმო წარსული კულტურის რარიტეტი გახადეს! ამ გამარჯვების ფესვები შორს დიდ სქიზმამდე მიდის!

მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია უწევდა წინაღმდეგობას რასაც მის გავრცელების არეალზე ნეოლიბერალური კაპიტალიზმის გვიან მოსვლამაც შეუწყო ხელი.

დღეისათვის ნელნელა ითვინიერებენ ბევრ მართლმადიდებლურ ეკლესიებს მაგრამ ქართული ეკლესია მედგრად დგას ქრისტეს სჯულზე. რადგან საუკუნეების გამნავლობაში უარეს ეშმაკებს ებრძოდა და ასე გამოატარა რწმენაც და ეკლესიაც.

ნეოლიბერალიზმიც მალე დაღაფავს სულს როგორც წინასაუკუნის ორმა არაადამიანურმა იდეოლოგიამ ნაციონალ სოციალიზმა და ბოლშევიზმა. ეკლესია კი იქნება სულ რადგან სამყარო ღვთის შექმნილია და ადამიანი მოკვდავია! ამიტომ სულ გაუჩნდება კითხვა ყველა სახელმწიფო ფორმაციებისას !

რა არის სიცოცხლის მერე!!??

ამაზე პასუხს და რაც მთავარია იმედს მხოლოდ რელიგია იძლევა!!

ეს ნაკითხი მარა ტვინგადამწვარი ნეოლიბერალები მოერევიან ღმერთს?“

სერმინე კარგი ხართ.
4 წლის უკან