მე საქართველოში მედიის ასეთი ეფექტური, დაბალანსებული და სამართლიანი ქმედება არ მინახავს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა. ცერცვაძის თქმით, მთავრობის ნაბიჯები და გათვლები იყო სწორი და დროული.
„ძალიან კარგად მუშაობს მასმედია. მე საქართველოში მასმედიის ასეთი ეფექტური, დაბალანსებული და სამართლიანი ქმედება არ მინახავს. თავიდან იყო ნეგატიურად ანგაჟირებული საშუალებების მხრიდან პრობლემები, თუმცა იმდენად ეფექტური და საათივით აწყობილი იყო ყველაფერი, იმდენად დადებითი გამოხმაურებები იყო უცხოეთიდან, მათ ჩათვალეს, რომ თუ იმავენაირად გააგრძელებდნენ გაშუქებას, ეს მათივე საწინააღმდეგოდ იმუშავებდა. ძალიან დიდი წვლილია მასმედიის იმ სიტუაციაში, რაც ახლაა შექმნილი“, - განაცხადა ცერცვაძემ.