საათივით აწყობილი იყო მთავრობის რეაგირება და საპასუხო ღონისძიებები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
„საგანგებო მდგომარეობის ფორმატიც იყო ძალიან დელიკატური, რბილიც, ნაკლებად შემაწუხებელი მოსახლეობისთვის, თუმცა შესაძლოა ოდნავ წამგებიანიც, მეტი სიხისტე რომ არ იყო. მთავრობა მოსახლეობას მიმართავდა თხოვნითა და რეკომენდაციებით, და არა ბრძანებებით. თუმცა ამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რეზერვში ჰქონდა ღონისძიებათა ის ნაწილიც, რომელიც განახორციელეს მარნეულში“, - განაცხადა ცერცვაძემ.