ცნობილი ამერიკელი მომღერალი - მადონა სოციალურ ქსელებს კვლავ იპყრობს. 61 წლის ვარსკვლავმა ამჯერად ინსტაგრამზე გამოაქვეყნა თამამი ვიდეო, რომელშიც რძის აბაზანაში ნებივრობს და ამასთანავე, საინტეერსო განცხადებას აკეთებს.
"Сovid19-ს არ აინტერესებს, რამდენად შეძლებული, ცნობილი, სასაცილო ან ჭკვიანი ხარ. სად ცხოვრობ, რამდენი წლის ხარ და რამდენად საინტერესო ისტორია შეგიძლია მოყვე. ჩვენ მან უამრავი გზით გაგვაერთიანა და ყველაზე მშვენიერი მასში ის ფაქტია, რომ ჩვენ თანაბარი გაგვხადა," -აღნიშნავს ის.