ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი სნუპ დოგი: რაც უფრო დიდხანს დარჩებით გარეთ, მით უფრო მეტხანს მოგიწევთ სახლში ყოფნა

ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი სნუპ დოგი: რაც უფრო დიდხანს დარჩებით გარეთ, მით უფრო მეტხანს მოგიწევთ სახლში ყოფნა

48 წლის ცნობილმა ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, სნუპ დოგმა ვიდეო ჩაწერა, სადაც ის ყველას მოუწოდებს, სახლში დარჩნენ. „რაც უფრო დიდხანს დარჩებით გარეთ, მით უფრო მეტხანს მოგიწევთ სახლში ყოფნა“, - აღნიშნა სნუპ დოგიმ. ინფორმაციას ამის შესახებ office of the governor of california ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.