პერესი: „მსგავსი რამ კოშმარულ სიზმარშიც არ დაგვსიზმრებია“

პერესი: „მსგავსი რამ კოშმარულ სიზმარშიც არ დაგვსიზმრებია“

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, სამძიმარი გამოუცხადა კლუბის ყოფილი პრეზიდენტის, ლორენსო სანსის ოჯახს, რომელიც კორონავირუსის გამო გარდაიცვალა. პერესის განცხადება კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„საშინელ სიტუაციაში ვართ. ისეთ დროში ვცხოვრობთ, კოშმარულ სიზმარშიც რომ არ დაგვსიზმრებია.

ბოლო წლებში სანსთან და მის ოჯახთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. უეჭველია, „რეალი“ მისი ვნება იყო, ეს ემოციები არც უკანასკნელ ხანს ჩამცხრალა.

კლუბის მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მას ისეთი პატივი მივაგოთ, როგორსაც მისი ფიგურა იმსახურებს. ეს ჩვენს გულშემატკივრებსაც სურთ. ლორენსო დიდ აღიარებას იმსახურებს.“ - წერია განცხადებაში.