მადრიდის “რეალის” ყოფილი პრეზიდენტი, 76 წლის ლორენცო სანსი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა. ამის შესახებ ტვიტერში მისმა ვაჟმა დაწერა.”მამა ახლახანს გარდაიცვალა. ის ასეთ ბედს არ იმსახურებდა,” – წერს სანსის ვაჟშვილი.
სანსი “რეალს” 1995-2000 წლებში ხელმძღვანელობდა და პოსტი ფლორენტინო პერესს დაუთმო.
მისი ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ერთხელ ესპანეთის ჩემპიონი. სწორედ მან მოიყვანა რეალშ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორიც იყვნენ რობერტო კარლოსი, კლარენს ზეედროფი და დავორ შუკერი.