ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში წამლებზე დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. მან ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობამ სამედიცინო ნივთების და მედიკამენტების გატანა აკრძალა, ამ ეტაპისთვის საქართველოში ყველა მედიკამენტის საკმარისი მარაგია. ჩვენ მარაგების მუდმივ კონტროლზე ვმუშაობთ. გვაქვს წამლის მწარმოებლებთან და ასევე შემომტან კომპანიებთანაც მუდმივი კოორდინაცია და გარწმუნებთ, რომ ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება“, - აღნიშნა მინისტრმა.