ნათია თურნავა: ყველა ავიაკომპანია მკაცრადაა გართხილებული იმაზე, რომ ბილეთების ფასი მაქსიმალურად მისაღები იყოს

ნათია თურნავა: ყველა ავიაკომპანია მკაცრადაა გართხილებული იმაზე, რომ ბილეთების ფასი მაქსიმალურად მისაღები იყოს

ჩვენ დავასრულეთ ყველანაირი მოლაპარაკება და ძალიან მარტივია ჩვენი გადაწყვეტილება და ხედვა: ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში და ყველა კომპანია ვალდებულია შეასრულოს სახელმწიფოს მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან, ეს ეხება ავიაკომპანიებსაც- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „აირზენაზე“ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, როგორც წესი, კვირაში 2 რეისი შესრულდება. „ეს არის არარეგულარული, არამედ სპეციალური ჩარტერული რეისი. სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას, მაგრამ ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისებს შეასრულებს, არის მკაცრად გაფრთხილებული, რომ მაქსიმალურად მისაღები ფასები უნდა იყოს ბილეთებზე და ჩვენ მათ ამ ფასების მაქსიმალურ ზღვარს ვუწესებთ. ასევე გართხილებულები არიან იმის შესახებ, რომ ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა უნდა მოხდეს ჯანმოს დაწესებული წესებით. ჩვენ „აირზენასგან“ მივიღეთ დასტური, რომ ისინი ამ წესებს დაემორჩილებიან“- განაცხადა ნათია თურნავამ.