პაატა იმნაძე: მარნეულში დაინფიციირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია

პაატა იმნაძე: მარნეულში დაინფიციირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია

მარნეულში დაინფიციირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, საუბარია 90-ზე მეტ ადამიანზე და ისინი იზოლაციაში იმყოფებიან. „მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვს, ჩაუტარდება გამოკვლევა. მინდა ვთქვა, 3 არის გამოკვლეული და სამივე უარყოფითია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.