8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია, რომლებიც დღეს სახლში გაეწერებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედმეგ განაცხადა.
„მიუხედავად მათი გამოჯანმრთელებისა, ისინი, როგორც მსოფლიოს ჯანდაცვის რეკომენდაციებშია მითითებული, ისევ იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ თვითიზოლაციაში. დღის ბოლოს დამატებით სამ პაციენტზე კიდევ ველოდებით ინფორმაციას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პაციენტებსაც, როგორც ჯანმრთელებს, სახლში გავწერთ“, აღნიშნა ტიკარაძემ.