ლევან რატიანი: მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის საციცოხლო პარამეტრებს ვინარჩუნებთ

ლევან რატიანი: მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის საციცოხლო პარამეტრებს ვინარჩუნებთ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ამ ეტაპზე მედიკოსები საციცოხლო პარამეტრების შენარჩუნებას ახერხებენ.

„პაციენტის შემოყვანისას იყო უკიდურესად მძიმე. ამ ეტაპზე, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მისი ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ვინაიდან ვინარჩუნებთ საციცოხლო პარამეტრებს. რაც შეეხება კიდევ 5 ინფიცირებულს, ყველასთან დასტურდება მწვავე პნევმონია, დაბურული ფილტვის სინდრომით. მათი ზოგადი მდგომარეობა რჩება საყურადღებო, მძიმე, მაგრამ მართვადი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.