„საქმე გვაქვს პლანეტარული მასშტაბის მედია პროექტთან... ვირუსი განგებ გაუშვეს თუ შემთხვევით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“

„საქმე გვაქვს პლანეტარული მასშტაბის მედია პროექტთან... ვირუსი განგებ გაუშვეს თუ შემთხვევით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის ირაკლი გოგავას შეფასებით, ვირუსი განგებ გაუშვეს თუ შემთხვევით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რას მიაღწიეს? მისი თქმით, მიაღწიეს შიშს მოსახლეობაში, პანიკას, ეკონომიკის შეჩერებას მსოფლიო მასშტაბით, რასაც აუცილებლად მოყვება ხალხის ცხოვრების დონის გაუარესება. გოგავა არ გამოვრიცხავს, რომ ამით მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისიც შეინიღბა, თუმცა მთავარი სამიზნე: „რა თქმა უნდა, აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებია“.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ იზიარებს თქვენს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის ირგვლივ ხმაური გლობალისტების მიზნებს ემსახურება. ბატონო ირაკლი, რას გულისხმობთ?

ირაკლი გოგავა: გლობალიზაციის ტექნოლოგიას ეგვიპტე ათასობით წლის წინ იყენებდა. ეგვიპტელებმა შექმნეს ისეთი სისტემა, რომელიც მაშინდელი სამყაროს კონტროლის საშუალებას იძლეოდა დიდი ომების გარეშე. გლობალიზაციის თანამედროვე ტალღა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო, როცა გაერო შეიქმნა, პოტსდამის ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა და ჰეგემონები ვაშინგტონი, ლონდონი და მოსკოვი გახდნენ, თუმცა ავანსად ჩინეთი და საფრანგეთიც დაპატიჟეს მსოფლიოს მთავარ მაგიდასთან, რომელსაც ჩვენ გაეროს უშიშროების საბჭოს ვუწოდებთ.

ტრადიციული ისტორიული პროცესები, რომლებიც პერიოდულად დიდი ომებით იყო გამორჩეული, ბირთვული იარაღის გამოჩენამ შეცვალა. ბირთვული იარაღის პირობებში ქვეყნები იძულებულნი გახდნენ დიდი ომი გამოერიცხათ, რასაც ტეტჩერმა „ბირთვული შეკავების დოქტრინა“ უწოდა და ფოკუსირება შედარებით პატარა, ლოკალურ ომებზე გადაიტანეს, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. კორეა, ვიეტნამი, ანგოლა, ავღანეთი, იემენი და კიდევ 140–მდე სამხედრო კონფლიქტი, აჯანყება, ომი თუ ინტერვენცია მოხდა მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე. სამწუხაროდ, რამდენიმე საქართველოშიც გვქონდა.

გლობალიზაციის იდეოლოგიური საფუძვლების მომზადება 60–იან წლებში დაიწყო, როდესაც შეიქმნა რომის კლუბი, სადაც ქართველი მეცნიერები ჯერმენ გვიშიანი და გელოვანიც მონაწილეობდნენ. რომის კლუბი მეცნიერულად ამუშავებდა პლანეტის განვითარების სცენარებს. მაშინ მთავარ გამოწვევად მსოფლიო მოსახლეობის სწრაფი ზრდა, სიღარიბე, უთანასწორო განვითარება, ეკოლოგია და პლანეტის რესურსების ამოწურვადობა დასახელდა.

70–იან და 80–იან წლებში რომის კლუბმა მოხსენებების მთელი სერია დადო, რომელთაგან გამოვყოფდი მედოუზის „ზრდის ზღვარი“, მესაროვიჩის და პესტელის „კაცობრიობა გზაგასაყარზე“, იან ტინბერგენის „მსოფლიო წესრიგის გადახედვა“ და რომის კლუბის პრეზიდენტის აურელიო პეჩეის „ადამიანური თვისებები“. ორპოლუსიანი სისტემის რღვევის შემდეგ კი მნიშვნელოვანი იყო 1991 წელს კინგის და შნაიდერის „პირველი გლობალური რევოლუცია“, ასევე 1997 წელს ლოვინსების და ვაიცზეკერის „მეოთხე ფაქტორი“. ამ მოხსენებებში ბევრი კარგი იდეაა, სასარგებლო კაცობრიობისთვის, რასაც აქ დეტალურად ვერ მოვყვები.

მაგრამ მოხდა ისე, რომ მმართველმა ელიტებმა ამოკრიბეს ისეთი იდეები, რომელიც მათ აწყობდათ თავისი გავლენების კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ერების სამართლიანი განვითარების და რესურსების გადანაწილების პრინციპები კი ნეოკონოლონიალურმა მიდგომებმა შთანთქეს. შრომის გეოგრაფიულმა დანაწილებამ, რეგიონების მიხედვით, გარკვეული შედეგი გამოიღო, მაგრამ მსოფლიო სისტემის კრიზისი გააღრმავა.

შობადობის შემცირების სანაცვლოდ მრეწველობის ჩინეთში კონცენტრაციამ ჩინეთს კი უშველა, მაგრამ აშშ–ში და სხვა ქვეყნებში მოსახლეობის გაღარიბება დაიწყო. იან ტინბერგენი ახსენებს მსოფლიო მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას და ამბობს, რომ მის ჩამოყალიბებას დააჩქარებს რამდენიმე ფაქტორი: პლანეტარული მასშტაბის პანდემია, პლანეტის ეკოლოგიური კატასტროფა, დედამიწისკენ მომავალი ასტეროიდი ან სხვა საფრთხე კოსმოსიდან.

ახალი კორონავირუსის პანდემია სახეზეა, ეკოლოგიაზეც ხშირად საუბრობენ...

დიახ, ტელევიზორს თუ მოვუსმენთ პანდემია გვაქვს. გლობალისტები ამბობენ შემდეგს – ეკოლოგია საფრთხეშია, ოზონის ხვრელი დიდი ხანია ჩამოგვიკიდეს დამოკლეს მახვილივით, თანაც ისეთ ადგილას, რომ ვერც შეამოწმებს დაინტერესებული ადამიანი – ოზონის ხვრელი ანტარქტიდის თავზე არისო. ცოტა ხანში შეიძლება გამოგვიცხადონ, რომ დიდი ზომის ასტეროიდი მოფრინავს დედამიწისკენ და პლანეტა უნდა გაერთიანდეს. მხუთავი აირის ემისია სათბურის ეფექტს ქმნის, რაც გლობალურ დათბობას იწვევს. ტყეები იჩეხება და ჟანგბადი აღარ გვექნება.

მოსახლეობა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით, არსებობის საშუალებები კი არითმეტიკული პროგრესიით. ეს ყველაფერი მიჰყავთ იქითკენ, დაგვარწმუნონ, რომ საჭიროა ჩვენი უფლებები დავთმოთ – გადავცეთ ერთიან მმართველობის ცენტრს, რათა მათ უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება იმ საფრთხეებისგან, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე და რომელსაც ტელეყუთიდან თითქმის ყოველდღე გვამცნობენ.

ამისათვის ხდება განათლების მასშტაბური დეგრადაცია, საინფორმაციო სივრცის მონოპოლიზაცია, ტრადიციული კულტურის და ხელოვნების დეკადენსი, მარტივი ბიოლოგიური ინსტინქტების მაამებელი კვაზიკულტურის კვაზირელიგიების დამკვიდრება. ამ პრობლემებს ბევრ დროს დავოსის ეკონომიკურ ფორუმებზე უთმობენ, სადაც 3000–ზე მეტი მილიარდერი და მილიონერი იკრიბება.

პრობლემები უდავოდ არის, თუმცა ყველა მათგანი მოგვარებადია. მაგალითად, მხუთავი აირების ატმოსფეროში ემისიას დავოსში მდიდრების ტირილი კი არ სჭირდება, არამედ მათ საკუთარ მეტალურგიულ თუ ქიმიურ ქარხნებს ძვირადღირებული ფილტრები უნდა დაუყენონ. ტყეების გაჩეხვას გრეტა ტუნბერგის გაპიარება კი არ სჭირდება, არამედ ახალი ხეების დასარგავად მდიდრების დაბეგვრა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ პლანეტაზე ჟანგბადის 75%–ს ოკეანის ფიტოპლანქტონები იძლევა და არა მცენარეები, თუმცა ტყე რომ მოსავლელია, ამას კამათი არ სჭირდება.

ოკეანეში ნაგვის გროვების პრობლემის მოგვარებას კი სპეციალური ფლოტილიის შექმნა სჭირდება, რომელიც რეგიონის სახელმწიფოებმა უნდა გაწმინდონ და არა ინტერნეტში გრაფიკული ანიმაციის კლიპების განთავსება. დღეს მოსახლეობის 10% ფლობს მთელი სიმდიდრეების 70%–ს. ეს 10% რაღაცეებით გვაშინებს, რომ მიიღონ აბსოლუტური კონტროლი. აქ გამოსავალი მარტივია: 90%–მა უნდა შეაშინოს ეს 10%, რომ გადასახადები გადაახდევინონ და ბევრი პრობლემა მოგვარდება, მათ შორის სოციალურ–ეკონომიკურიც და ეს გაკეთდება პლანეტარული მასშტაბით.

რაც შეეხება ახალი კორონავირუსის პანდემიას, აშშ და ჩინეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ვირუსის გავრცელებაში. შესაძლოა, ვირუსის ამ სახით გავრცელების უკან, დიდი პოლიტიკური თამაშები მიმდინარეობდეს და ამ მოვლენის ხარჯზე ბევრმა სცადოს თავისი მიზნების მიღწევა? კორონავირუსი, ეს არის ვირუსული ეპიდემია, თუ გლობალური მოვლენა, რომელსაც ჰყავს მოქმედი პირები?

ავიღოთ ეს ახალი კორონავირუსი და გავიხსენოთ როგორ დაიწყო. მეცნიერებისგან ვიცით, რომ ვირუსის ეს შტამი ოქტომბერში გაჩნდა, ჩინეთმა კი მხოლოდ დეკემბერში გამოაცხადა უხანში გავრცელების შესახებ. მეცნიერების აზრით, ვირუსი არ არის ხელოვნურად შექმნილი, რადგან მის გენომს არ ეტყობა მოლეკულარული მაკრატელის კვალი. თუმცა ეს არ გამორიცხავს მისი გავრცელების ხელოვნურობას, რადგან თეორიულად, შესაძლებელია, ბუნებრივი ვირუსის შენახვა ლაბორატორიაში, თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, რომ ცხოველისგან გავრცელდა. აქ მთავარი კი მედიის და ჩინეთის ხელისუფლების ქმედებაა.

რას გულისხმობთ?

გავიხსენოთ, გადმოსცემდნენ სკაფანდრებიანი ხალხის კადრებს, კორდონებს, იყო კადრები ქუჩაში გვამების, ქალაქების, მთელი რეგიონის ბლოკირების, ადამიანების ძალით გაქაჩვის ვარჯიშების კადრები და ა.შ. სიტუაციის ხელოვნურად გაბუქვა ხდებოდა და ხდება. „იუტუბზეც“, რომელიც ტრანსნაციონალურ კორპორაცია „ალფაბეტს“ ეკუთვნის იგივე სურათია დღესაც – თუ აკრიფავთ „კორონავირუსს“ ამოაგდებს ვიდეოებს, სადაც ქუჩაში გვამები, ლაზარეთის კადრებია, თუმცა, როცა შედიხარ და ვიდეოს უყურებ მსგავსი კადრი ვიდეოში არ ჩანს. ეს ხომ ტექნოლოგიაა, თანაც აშკარა.

ვინც დაგეგმა „პანდემიის“ სცენარი, ასევე გათვალა ეროვნული მთავრობების მოქმედების ალგორითმიც, რომლებიც ოპოზიციის და ხალხის რისხვის შიშით მაქსიმალურად შეუწყობდნენ ხელს ბლოკირების რეჟიმის ამოქმედებას. ტრამპი თავიდან შეეცადა არ მიეღო რადიკალური ზომები, თუმცა სცენარის ალგორითმმა მასაც არ მისცა საშუალება სხვაგვარად ემოქმედა.

შევეცადოთ ემოციების გარეშე შევხდეოთ სტატისტიკას – ოქტომბრიდან დღემდე ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა 285,000 ადამიანი, გარდაიცვალა 12,000 ანუ 4,2%, რაც ნიშნავს დღეში საშუალოდ 80 ადამიანის გარდაცვალებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებეით ჰაერის დაბინძურებისგან ყოველწლიურად 7,000,0000 ადამიანი კვდება ანუ დღეში 19,000-ზე მეტი ადამიანი. რატომ არავინ ხურავს ქარხნებს და არ აჩერებს ავტოტრანსპორტს?!

სიკვდილიანობა სხვა ვირუსებისგან შედარებისთვის – ებოლა 72% (11,310), ქათმის გრიპი 52.8% (455), რესპირატორული სინდრომი 34,4% (858), ატიპიური პნევმონია 10,5% (908), ღორის გრიპი 4,5% (18,500). ჩვეულებრივი გრიპით ყოველწლიურად ავადდება 3–5 მილიონი ადამიანი, საიდანაც 290,000–650,000 შემთხვევა ლეტალურია, რაც დღეში 1200–ზე მეტია. ტუბერკულოზით დაავადებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი და ყოვეწლიურად 1,4 მილიონი ადამიანი კვდება ანუ დღეში 3800 ადამიანი.

სიგარეტის მოწევისგან ყოველწლიურად 8 მილიონი მწეველი და 1,2 მილიონი პასიური მწეველი კვდება ანუ დღეში 25,000. ალკოჰოლისგან კი 3 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად კვდება. არავინ არ ითხოვს თამბაქოს ქარხნების ან სპირტის ქარხნების აკრძალვას და უფრო მეტიც, მედია მათ რეკლამაში ფულსაც იღებს ხშირ შემთხვევაში.

ანუ, თქვენ ფიქრობთ რომ ახალი კორონავირუსი საშიში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა არის კატასტროფული?

– საშიში ნებისმიერი ვირუსია, განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხისთვის. თუმცა ეს ვირუსები იყო, არის და იქნება. სრულად სტერილურ გარემოში ადამიანი ვერ იქნება. ეს ცხოველებზე სცადეს და ვერც ერთმა ვერ იცოცხლა. ადამიანს 1,5–2 კგ ბაქტერია ყავს სხეულში, რომელთაგან უმრავლესობა აუცილებელიც კი არის ჩვენი არსებობისთვის. ეს ვირუსი ადვილად გადადის, ასე ჩანს, თუმცა, თუ ვნახავთ ჩინეთის მაგალითს – მათ შეძლეს 81,000 ინფიცირებულისგან 71,000 უკვე განკურნება და რაც საინტერესოა 60,000–ზე მეტ პაციენტს ხალხური მედიცინის მეშვეობით უმკურნალეს, სადაც ძირითადი კომპონენტი ძირტკბილას ფესვი იყო, იხმარეს დარიჩინი, ეფედრაც (ჩვენებურად მგლისმუხლა ან ჯორის ძუა). ძირტკბილა ლიმფურ სისტემას აჩქარებს და ორგანიზმის წმენდა ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოებისგან, ტოქსინებისგან და მძიმე მეტალებისგან უფრო სწრაფად ხდება, რადგან ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა და იმუნიტეტიც იმატებს. ჩვენთან იზრდება ძირტკბილა და წარმოებაც არის.

მაგრამ იტალიაში უფრო მეტი მსხვერპლია ვიდრე ჩინეთში, რატომ?

– ჩინეთში მოსახლეობის საშუალო ასაკი 37 წელია, იტალიაში კი 45 წელი. ამიტომაც ლეტალური შედეგი იტალიაში მეტია. ცნობისთვის: საქართველოში საშუალო ასაკი 38 წელია. იტალიაში ვირუსის ასეთ სწრაფ გავრცელებას უკავშირებენ იმას, რომ ხელისუფლებამ არ გააუქმა მილანის მოდის კვირეული თებერვლის თვეში, სადაც ათასამდე ჩინელი იმყოფებოდა და ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც.

რასთან გვაქვს საქმე?

საქმე გვაქვს პლანეტარული მასშტაბის მედია პროექტთან, რომელიც დაიგეგმა და ხორციელდება. ვირუსი განგებ გაუშვეს თუ შემთხვევით ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რას მიაღწიეს? მიაღწიეს შიშს მოსახლეობაში, პანიკას, ეკონომიკის შეჩერებას მსოფლიო მასშტაბით, რასაც აუცილებლად მოყვება ხალხის ცხოვრების დონის გაუარესება. ვისაც ფინანსური რესურსი, ძლიერი მრეწველობა, სურსათის წარმოება ან მყარი ფულის საბეჭდი დაზგა აქვს, მეტ–ნაკლებად გამოასწორებს სიტუაციას, ვისაც არა – მოუწევს ახალი ვალების აღება კაბალური პირობებით. ვფიქრობ, სამიზნე სწორედ ეკონომიკა იყო. აუცილებლად იქნება მსოფლიო ეკონომიკის შენელება. არ გამოვრიცხავ, რომ ამით მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისიც შეინიღბა. თუმცა მთავარი სამიზნე კი, რა თქმა უნდა, აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებია.

აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნები როგორ არის სამიზნე?

აშშ–ში მიმდინარეობს უკომპრომისო ბრძოლა გლობალისტებს და ტრამპის გუნდს შორის. ტრამპის მთავარი მიღწევები იყო ამერიკის ეკონომიკის არნახული ზრდა, უმუშევრობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან ახალი, ამერიკისთვის უფრო ხელსაყრელი ახალი სავაჭრო შეთანხმებები, არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ეროვნული სახელმწიფოს შენარჩუნება და გაძლიერება... ამ ყველაფრით ტრამპის გამარჯვება გარდაუვალი იყო. დღევანდელი სიტუაცია კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ტრამპის მიღწევებს, რადგან უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი აუცილებლად ექნება შექმნილ ხელოვნურ აჟიოტაჟს.

შეიძლება ითქვას გლობალისტები ვა–ბანკზე წავიდნენ?

– რა თქმა უნდა. დღეს ისინი აკონტროლებენ მასმედიას მსოფლიო მასშტაბით და ისინი ქმნიან დღის წესრიგს პლანეტის საინფორმაციო ველზე. ამ მედიაქსელში შედის სხვადასხვა ქვეყნის მედიაც, მათ შორის საქართველოშიც. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება, როდის მოხერხდება ამ აჟიოტაჟის შეჩერება და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერშია. ტრამპმა კრიზისის დაძლევის უპრეცენდენტოდ დიდი გეგმა უკვე წარმოადგინა: ტრილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება ეკონომიკის მხარდასაჭერად.

დაბალშემოსავლიან ფენებს პირდაპირ გადაეცემათ 1200 დოლარიანი ჩეკები ყოველ ზრდასრულზე და 500 დოლარი ყოველ ბავშვზე, მცირე ბიზნესს 300 მილიარდი შეღავათიანი კრედიტი, 500 მილიარდის საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდის ქვედა ფენები, ბევრი გადსახადი გადავადდა 15 ოქტომბრამდე, განსაკუთრებით დაზარალებულ დარგებს გადაეცემა 258 მილიარდი, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ისტორიულ მინიმუმამდე დაიყვანა საბანკო პროცენტი და ის წლიური 0,25-0,5% გახდა. ბრძოლა თეთრი სახლისთვის უკომპრომისო იქნება და მის შედეგს დიდი გავლენა ექნება პლანეტის მომავალზე.

საქართველომ შემოიღო საგანგებო მდგომარეობა, იყო ამის შესაძლებლობა?

– „პანდემიის“ სცენარის ალგორითმი მთავრობებს არ უტოვებდა სხვა არჩევანს, გარდა საზღვრების ჩაკეტვისა და ეკონომიკის შენელებისა. ერთი მხრივ, ცუდ დღეში აღმოვჩნდით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება სულაც არ ყოფილა უნიათო და ძალზედ ეფექტურად იმოქმედა მსოფლიო მედია აჟიოტაჟის პირველი ფაზის ფონზე. ახლა დგება პოსტკრიზისული აღორძინების სცენარის შემუშავების დრო, ეს უკვე ფაქიზი სამუშაოა და თუ საზოგადოებასაც ჩართავენ განხილვებში, ურიგო არ იქნება.

ჩვენ არ ვიცით მსოფლიო ელიტების ომი რამდენად შორს წავა, ამიტომ, პირველი რიგის ამოცანა არის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღეს საკუთარი პროდუქტით მხოლოდ მილიონი ადამიანის გამოკვება შეგვიძლია. მნიშვნელოვანია ადგილზე შეიქმნას სოფლის მეურნეობის პროდუქტი და გადამუშავდეს.

ანუ დაიხვნას და დაითესოს 800,000 ჰექტარი ნაცვლად დღევანდელი 207 ათასისა და შეიქმნას მიღებული მოსავლის გადამუშავებისთვის აუცილებელი კვების მრეწველობის სიმძლავრეები. დღეს ბაზრის კონიუნქტურა ისეთია, რომ კვების მრეწველობის ხაზების გერმანიიდან და იტალიიდან შემოტანა შედარებით იაფად შეიძლება. ცოცხალი საქონლის ექსპორტი კი უნდა აიკრძალოს (ცხვრის გარდა) და ნებადართული მხოლოდ ხორცპროდუქტების გატანა უნდა გახდეს.

სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სათბურის გაზის შეღავათიანი ტარიფის შემოღება და სასათბურე კონსტრუქციების განვადების დაკრედიტება ბანკების მიერ მისაღები პროცენტით. 30 წელი ხალხი და ქვეყანა ვიყავით ბანკების სამსახურში. დროა, ბანკები ჩადგნენ ქვეყნის სამსახურში და დააკრედიტონ ეკონომიკის რეალური სექტორი ანუ მრეწველობა. კომუნალური ტარიფები (გაზი, დენი, წყალი) ბიზნესისთვის უნდა გაიაფდეს - სხვაგვარად ეკონომიკა ვერ განვითარდება.

 

Aburjga Tasmanieli ვაახ....ეს რა მაგარი კაცია!!! სხვანაირად როგორ ვთქვა არ ვიცი?!
8 თვის უკან
jaba-juba ასეა ასე, მართალია!!!
8 თვის უკან
Торнике Алашвили ამერიკამ შექმნა. ჩინეთი იკვლევდა მის საწინააღმდეგო წამლებს. ამ დროს ფსბ-მ დროზე ადრე გაუშვა ვირუსი *ნა სვაბოდუ* უხანსილ ლაბორატორიიდან . იტალიაში კი რაც აგორდა მედიაში ახალი ტალღა ხელოვნურად გაავრცელა . ნატოს სწავლებები პრაქტიკულად ჩაშალ. მაგრამ ამით ეს სპექტაკლი არ მთავრდება. ვინც ქმნიდა მას გეგმაში უდევს იძულებით ვაქცინირება მოსახლეობის კოდირების ელემენტებით .
7 თვის უკან