ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტის ანალიზების შედეგებს ელოდებიან

ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტის ანალიზების შედეგებს ელოდებიან

მარინა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოსთან ტრადიციული ბრიფინგი გამართა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს ჯანმრთელობის მდგომარეობაც გააცნო.

„ჩვენ ცენტრში ამ ეტაპზე 32 პაციენტი მკურნალობს. ამ ეტაპზე გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი. 2 ქალბატონი, შედარებით ასაკოვანი. ერთს აქვთ თან არსებული ჰიპერტონული დაავადება, მეორეს ასაკთან ერთად, რომელიც ასაკით უფრო მაღალ რისკში გადის, მძიმე ნევროლოგიური დაავადება, რის გამოც ორივე პაციენტი ისევ პროგნოზულად, სამომავლოდ, პროგრესირების აზრით მძიმე პაციენტებად მოისაზრებიან. გარდა ამისა კიდევ 1 პაციენტი გვყავს მძიმე, რომელიც გუშინ შეგვემატა. ესეც შუახანს გადაცილებული პირი არის, რომელსაც თან არსებული დაავადება აქვს შაქრიანი დიაბეტის სახით და საკმაოდ მძიმე პნევმონია. ამ ეტაპზე დაწყებულია მკურნალობა, ვნახოთ, დინამიკაში რა სიტუაცია გვექნება“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.