ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი იტალიისადმი სოლიდარობის გამოცხადების ნაცვლად ამ ქვეყანაში მოგზაურობის დაგეგმვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროპული დიპლომატიის ყოფილი ხელმძღვანელი Twitter-ზე წერს.
„მივმართავ ყველას, ვინც სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს იტალიას კორონავირუსთან დაკავშირებთ შექმნილი სიტუაციის გამო: რატომ არ გეგმავთ იტალიის მხარდაჭერას მისი ღირსშესანიშნაობების მონახულებით, როგორც კი ეს საშინელი სიზმარი დასრულდება? ეს ჩვენ ძალიან დაგვაიმედებდა“, - წერს მოგერინი.