ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
27 თებერავალს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საუდის არაბეთმა დაკეტა საზღვრები უცხოელებისათვის,ანუ მომლოცველებისათვის, რომლებიც მექაში და მედინაში “უმრას“ ანუ მცირე ჰაჯის შესასრულებლად უნდა ჩასულიყვნენ.
15 თებერვალს ისრაელში, რადიო 2000-ში მიწვეულმა რაბინმა იაკობ ცისჰოლცმა განაცხადა, რომ 36 იუდეველი წმინდანის დავალებით, რომელთა გამოც ღმერთი არ ანადგურებს კაცობრიობას, ის აცნობებს საზოგადოებას, რომ "გამოსყიდვის ჟამი ახლოა და ყველაფერი მოხდება ძალიან სწრაფად".
მან ასევე მოიყვანა ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რაბინის ჰაიმ კანიევსკის სიტყვები, რომ "მესია უკვე ისრაელშია და ის მასთან, ურთიერთობს".
რაბინი ჰაიმ კანიევსკი ცნობილია ისრაელში ,როგორც წინასწარმეტყველი,რომლის სიტყვები ყოველთვის ხდება.
საინტერესოა, რომ ისრაელში არსებული პოლიტიკური სიტუაცია თითქოს სპეციალურად არის მორგებული წინასწარმეტყველებებზე მესიის მოსვლის შესახებ.
კერძოდ, მესიის მოსვლის შესახებ წინასწარმეტყველებებში საოცარი მსგავსებებია დღეს ისრაელში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან.
მესიის მოსვლას წინ ასევე ალ-აქსას მეჩეთის დანგრევა უნდა უძღოდეს, რომელსაც ,მუსულმანთა წარმოდგენით, ტაძრის მთაზე ებრაელთა ასვლისა და მათ მიერ აღვლენილი ლოცვის გამო ალაჰის რისხვას გამოიწვევს.
საინტერესოა, რომ რელიგიური პარტიის, "ოცნა იეჰუდიტის" ლიდერი იტმარ ბენგვირი 3 მარტის არჩევნებამდე ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა და ხმების სანაცვლოდ ტაძრის მთაზე სალოცავად ასვლის ნებართვა სთხოვა.
ის ,ვინც მესიაა რელიგიური სიონისტებისათვის, ჯაჯალაა მუსლიმებისა და ანტიქრისტეა ქრისტიანებისათვის.
მესიამ "ერეც ისრაელი"- დიდი ისრაელი უნდა აღადგინოს, რასაც უნდა მოჰყვეს დიდი ომი შამში, ანუ იქ, სადაც ისლამური სახელმწიფო აღმოცენდა და განადგურდა.
ეს ომი, ზეცაში უკვე დაიწყო, ამბონს რაბინი კადური,და ის მალე ფიზიკურ სამყაროზე გადმოვა.
ისრაელი სავარაუდოდ,არ დაუშვებს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მორწმუნეთა შეკრებას, ასეთ შემთხვევაში ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა შეიძლება არ მოხდეს, რაც ასევე გაამძაფრებს ესხატოლოგიურ მოლოდინს მართლმადიდებლურ სამყაროში.
ამასობაში, კათოლიკური ეკლესიის და მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი იგივე კორონავირუსის საფრთხის გამო მთელ რიგ კომპრომისებზე წავიდნენ.
სამი ურთიერთდაპირისპიებული აბრაამიტული რელიგია თითქოს შეთანხმებულად ასრულებს წმინდა წერილის სცენარს
ამ სცენარის მიზეზი კაცობრიობის ზნეობრივი დეგრადაციაა, რომელიც მთლიანად მოსწყდა ღვთაებრივ საწყისს და ფულის კულტის, განურჩევლობის, უსამართლობის, თუ ტოტალური ტყუილის გამეფების გამო თვითონ ინადგურებს თავს.
ყბადაღებული კორონავირუსი და, განსაკუთრებით, რეაქცია, რომელიც მის გამოჩენას მოჰყვა, სწორედ ამ მანკიერებათა ტოლქმედია.
ის, ალბათ, პირველი ეპიდემიაა კაცობრიობის ისტორიაში, რომლის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს გაცილებით მეტი ადამიანი ემსხვერპლება, ვიდრე საკუთრივ ვირუსს.
საინტერესოა, ,რომ თვითონ ვირუსის გამო გართულებასაც არაადექვატურ იმუნურ რეაქციას უკავშირებენ.
"ის, რაც ზემოთაა, მსგავია იმისა, რაც არის ქვემოთ , მცირე მსგავსია დიდისა"- მოდი ახლა და ნუ გაგახსენდება ჰერმეს სამგზის დიდებული და ზურმუხტის ფილები.